ბევრისთვის საყვარელი პედაგოგი გია გუგეშაშვილი კორონავირუსს ემსხვერპლა - ორგანიზმმა ვერ დაძლია ვირუსის მიერ გამოწვეული გართულებები. გიმნაზია "შავნაბადა" ამ სამწუხარო ამბის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
"გვინდა გამოვხატოთ გულისტკივილი, რომ ჩვენს სასკოლო საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა, შესანიშნავი ადამიანი, მასწავლებელი და კოლეგა გამოაკლდა. ურთულესი ერთი თვე გაიარა მან და ახლა ჩვენ მოგვიწევს ურთულესი დღეებისა და წლების გავლა მის გარეშე.
ძალიან გაგვიჭირდა ამ ტექსტის დაწერა. ბევრჯერ დავწერეთ და წავშალეთ, მაგრამ რადგან ყველა ასე კითხულობდით, უფლება არ გვქონდა არ გვეცნობებინა.
ვუსამძიმრებთ გია მასწავლებლის ოჯახსა და ჩვენი სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს!"