ბათუმში 31 წლის მშობიარე რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა. ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას ბათუმის სამშობიაროში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციიდან 2 დღეში მისი მდგომარეობა გართულდა, რის გამოც კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმაჯუმბერ უნგიაძემ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა ძლიერი სუნთქვის უკმარისობა, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ რუსუდან კოკობინაძეს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება.
„ფაქტობრივად, ფილტვი აღარ იყო“, – განაცხადა უნგიაძემ. მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა 1, 2 დეკემბერს გაუმჯობესდა, თუმცა ისევ დამძიმდა და ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
რაც შეეხება ახალშობილს, ექიმის თქმით ბავშვი ჯანმრთელია და ის სახლშია.