მარიამი და დავითი რუსულ მედიაში ყველაზე ლამაზ ქართველ წყვილად დაასახელეს. მათი გრანდიოზული ქორწილიც მოექცა თავის დროზე პრესის ყურადღების ცენტრში.
ბათუმელი მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე დღეს ორ ქალიშვილს ზრდიან - მართასა და მილენას. მარიამი დიზაინერია, დათო კი მეზღვაურია.
სწორედ მართას 2 წლის იუბილეს ფოტოები გააზიარა მარიამმა და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გრანდიოზულმა ტორტმა, რომელიც პატარა მართაზე მაღალიც კია.