სოსო პავლიაშვილმა ცოტა ხნის აღიარა, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი შვილების დედაზე იქორწინა და საზოგადოებას ცერემონიალის ამსახველი სურათები წარუდგინა. ახლა კი ჯვრისწერის ვიდეოც გავრცელდა.
თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც სოსო პავლიაშვილი და ირინა პატლახი ერთად არიან. თავდაპირველად ცნობილი მომღერალი ახალგაზრდა ირინას მშობლებს არ მოსწონდათ, მაგრამ სოსო პავლიაშვილმა გოგონას ოჯახსა და ახლობლებს დაუმტკიცა საკუთარი სერიოზული განზრახვის შესახებ. ორი გოგონა შეეძინათ, თუმცა არც მაშინ უფიქრიათ სამოქალაქო ქორწინებაზე. 56 წლის სოსო პავლიაშვილმა რამდენჯერმე შესთავაზა მეუღლეს ოფიციალურად გაეფორმებინათ ქორწინება, თუმცა ირინას ეშინოდა, რომ საბუთებში ჩაწერილი სიტყვები მათ ჰარმონიულ ურთიერთობას დაარღვევდა.
ბოლოს, შემოდგომაზე წყვილი ეკლესიაში წავიდა. ჯვარი დაიწერეს. უცნობია, ქორწინების ბიუროც მოინახულეს, თუ ძალიან ლამაზ ღონისძიებას დასჯერდნენ. მნიშვნელოვანი მოვლენიდან ერთი თვის შემდეგ, პავლიაშვილმა სოციალურ ქსელში ქორწინების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. ასევე, ფანებს ახალი სიმღერაც წარუდგინა, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.
„სიმღერა "შენთან ყოფნა" სიყვარულის ჰიმნია და ჩემს მეუღლეს, ირინას, მივუძღვენი. აუცილებლად უნდა დავაფასოთ, გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ და ხელის გულზე ვატარებდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მთავარი მუზა და ცხოვრების თანამგზავრები არიან.“- დაწერა სოსო პავლიაშვილმა ვიდეოს გამოქვეყნებისას.
როგორც ჩანს, საღამო მოკრძალებული იყო. ცერემონიალს მხოლოდ ახლობლები ესწრებოდნენ. ირინამაც უარი თქვა გრანდიოზულ საქორწინო კაბაზე და თეთრი, მოკრძალებული, ფიგურებით გაფორმებული კაბა ჩაიცვა.
საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ქორწილი გრანდიოზული იქნება თუ მოკრძალებული. ის ხომ ძალიან დიდ ემოციას იწვევს. პავლიაშვილს ჯვრისწერის დროს, ცრემლებიც კი მოადგა.
სხვათა შორის, ჯვრისწერის შემდეგ წყვილი ახალ აგარაკზე გადავიდა საცხოვრებლად. ირინამ გასულ ზაფხულს თქვა, რომ კიდევ ერთი შვილი უნდა. ახლა კი შესანიშნავი დრო აქვთ.