ბოლო დროს მისი ფეისბუქ-ლექციები ათასობით ინტერნეტმომხმარებლის ყურადღებას იპყრობს და მის ახალ ვიდეოს ყოველ დღე დიდი ინტერესით ელოდებიან. მის ვიდეოებს ასიათასობით, ზოგიერთს კი მილიონამდე ნახვა, ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვს, ახალგაზრდა ექიმი უცნობ ადამიანებს რჩევებს აძლევს, დისტანციურად მკურნალობს და პანდემიის პერიოდში ემოციების მართვას ასწავლის.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის რეზიდენტი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს იმუნოლოგიაში, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიასა და ფარმაკოლოგიას ასწავლის სტუდენტებს, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში - ბიოქიმიას.
კოვიდპანდემიის დროს ეს ყველაფერი დროებით შეაჩერა და პაციენტებზე გადაერთო სრულად. იმისთვის რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმი ახლოს გაგაცნოთ, AMBEBI.GE-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ასევე ვარ მოსამზადებელი ცენტრის დამფუძნებელი და პედაგოგი, ვამზადებ სტუდენტებს და ექიმებს ამერიკის სალიცენზიო გამოცდებისთვის, ამასთან, ჩვენს მომავალ რეზიდენტებს შესაბამისი გამოცდებისთვის.
- დედაჩემის გამო. მეათე კლასში ვიყავი, დედას იმუნური სისტემის სიმსივნე დაუდგინა - ჰოჯკინის ლიმფომა. ძალიან მძიმედ იყო. შესაბამის მედიკამენტებს და მკურნალობას ვერ იღებდა, რადგან ფინანსურად გვიჭირდა, იმ პერიოდში ინფორმაციის მიღებაც ჭირდა, ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთში ვცხოვრობდით და იქიდან კომუნიკაციის პრობლემა სულ გვქონდა. ამიტომ, გვიწევდა თვითმკურნალობა და საკუთარი თავის იმ მდგომარეობაში ასე გატანა.
- კი, იმუნური სისტემის სიმსივნის დროს იმუნური სისტემა ვეღარ იცვას ორგანიზმს, ბევრი დაავადება ვითარდება. ამიტომ ხშირად ჰქონდა ფილტვების ანთება, შუაყურის ანთება, თავი თითქმის სულ სტკიოდა და ჩვენთან ყოველდღე სასწრაფო იყო...
როცა ბავშვი ხარ და ამ ყველაფერს უყურებ, ჯერ ძალიან განიცდი, რაღაც გზებს ეძებ, მაგრამ პატარა ხარ და პრობლემების პირისპირ უძლური ხდები... მოკლედ, ჩემი პროფესიული არჩევანი სწორედ იმ პერიოდში გავაკეთე, გადავწყვიტე, ექიმი გამოვსულიყავი... დედის ავადმყოფობის პერიოდში დავიწყე ძალიან დიდი მონდომებით სწავლა, რატომღაც ერთადერთ გამოსავალს მხოლოდ იმაში ვხედავდი, რომ რაც შეიძლება, კარგად მესწავალა. იყო პერიოდი, როცა 24 საათის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი... ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში, სადაც გავიმარჯვე, პირველი ადგილი დავიკავე.
მერე კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. საუკეთესო სამეულში მოვხვდი და სწავლა დავიწყე. პირველი კურსიდან მეექვსეს ჩათვლით, ყველა საგანში ათიანები ავიღე და ვიყავი წარჩინებული სტუდენტი. მეორე კურსზე ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა...