გიორგი გაბუნიას გუშინდელმა მონოლოგმა, რომელიც ცნობილ დედას, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიუძღვნა, ბევრს აუჩუყა გული, თუმცა თავად წამყვანმა შეძლო, ისე დაესრულებინა გადაცემის ეს ნაწილი, რომ ემოციები ბოლომდე დაემალა.
სამაგიეროდ, ძალიან ემოციური იყო ნიკა გვარამია, რომელიც გიორგის გადაცემის შემდეგ ნამტირალევი და თვალებდასიებული ყვებოდა საკუთარ ამბავს დედაზე, რომელიც 2004 წელს გარდაეცვალა - მეტიც, "მთავარი არხის" ხელმძღვანელი ამბის თხრობის დროს პირდაპირ ეთერში ატირდა.
"მეც გარდამეცვალა დედა 2004 წელს. ის არ იყო ჯულიეტა ვაშაყმაძე, მაგრამ ჩემთვის იყო ყველაფერი. დედის გარდაცვალების მერე მე ნახევარი ადამიანი ვარ. მე ვიცი, ეს რას ნიშნავს, რა საშინელებაა".
თეკლა ჟვანია