ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ოჯახში უფროსი შვილები უფრო ადრე ყალიბდებიან, თითქოს უფრო მალე ხდებიან „დიდები“ ვიდრე მათი და-ძმა და ეს ყოველთვის კარგად არ აისახება მათ ფსიქიკაზე. რას ნიშნავს იყო ოჯახში უფროსი შვილი - ფსიქოლოგები გვთავაზობენ 6 გარემოებას, თუ რისი გადატანა უჭირთ უფროს შვილებს ყველაზე მეტად, რა აიძულებს მათ, უფრო მალე დაიწყონ დიდებივით აზროვნება და რამდენად კარგად ან ცუდად აისახება ეს მათ მომავალ ცხოვრებაზე. მოყვანილია შემთხვევებიც პრაქტიკიდან და ვფიქრობთ, ეს სტატია ბევრ მშობელს არაერთი შეცდომისგან დაიცავს.
„სამნი ვიყავით. მე უფროსი ვარ, ორი უმცროსი ძმა მყავს. მათი დანაშაულებისთვის ძირითადად, მე მსჯიდნენ: „რატომ არ მიაქციე ყურადღება?“ „რატომ არ დაუშალე?“ „პატარა ძალიან მატყუარა და მავნებელი ვიყავი. ყველაფერს ჩემს უფროს ძმას ვაბრალებდი და მშობლებიც ხშირად სჯიდნენ. ერთხელ ტყუილი ვთქვი, დამარტყა-მეთქი. ძმა ცდილობდა ტავის მარტლებას, რომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ არავინ დაუჯერა. მწარედ დასაჯეს. რატომღაც, სინდისის ქეჯნაც არ მიგრძვნია.
„ვერ ვიტანდი, როცა მშობლები მეუბნებოდნენ: „დიდი ხარ და დაუთმე“, „მაგის ჭკუის ხარ?“. უმცროსი და ხშირად მაბრაზებდა. როცა მშობლებს შევჩივლებდი, არც მისმენდნენ, ან არ სჯეროდათ. გავიზარდეთ და ახლა მე უფრო ხშირად ვაბრაზებ, სამაგიეროს ვუხდი.
„კარგად მახსოვს, დედამ რომ მითხრა, მალე პატარა და ან ძმა გეყოლებაო. დედის სიტყვებით, ეს კარგი ამბავი იყო - ვისწავლიდი ზრუნვასა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამივითარდებოდა. "9 წლის ვიყავი, როცა ჩემი უმცროსი ძმა დაიბადა. იმ დღიდან აღარ ვიყავი ჩემი მშობლებისთვის ბავშვი, უცებ გავიზარდე. სულ თან დავატარებდი ჩემს ძმას. საშინელებაა, უცებ ძიძა და მომვლელი რომ ხდები." "ჩვენს ოჯახში ოჯახში ხუთი ბავშვი იყო. მე ყველაზე უფროსი ვარ. უმცროსებისთვის დედაც ვიყავი და მამაც. მშობლებმა ასწავლეს, რომ ჩემთვის დაეჯერებინათ, რადგან უფრო დიდი და უფრო ჭკვიანი ვიყავი. მე კი ვალდებულებები დამაკისრეს. ბავშვობაში ბევრს ვჩხუბობდით, მაგრამ დღეს მეგობრები ვართ და დღემდე მე მეკითხებიან ჭკუას."
„ძმასთან დიდი ასაკობრივი სხვაობაა - 11 წელი. მთელი ცხოვრება ძიძობაში გავატარე. რეცხვაც ვიცოდი, გაუთოვებაც და საჭმლის მომზადებაც. ახლა 26-ის ვარ. არც ცოლი მყავს და არც შვილების ყოლის სურვილი“. „მე დედისერთა ვარ. ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა, რათა მხარში ამომდგომოდა. ალბათ ამიტომ სულ ჩემზე უფროს ადამნიანებთან ვმეგობრობ.“
მეცნიერებმა კვლევაც ჩაატარეს, რომლის მონაწილე ბევრმა დედამ თავიდანვე აღიარა, რომე ერთი შვილი უფრო მეტად უყვარს. ბავშვები ამ ყველაფერს გრძნობენ, რაც ძალიან მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე. ისინი მოზარდობის ასაკში უფრო მეგ აგრესიას ავლენენ და მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილნი ხდებიან. თუ შვილების გარჩევა ძალიან თვალსაჩინოა, ეს დედმამიშვილებს შორის ურთიერთობასაც აფუჭებს.
„ოჯახში 6 დედმამიშვილი ვიყავით - სამი ბიჭი და ერთი გოგო. დედა არასდროს აძლევდა შენიშვნას მეორე ძმას, მხოლოდ აქებდა. დანარჩენებს სულ გვეჩხუბებოდა.“ „მე უფროსი ვარ და მთელი ბავშვობა ვნატრობდი, რომ უმცროსი ვყოფილიყავი. დედა მას არასოდეს დასჯიდა, რაც არ უნდა ცუდად მოქცეულიყო“. „ჩემსა და ჩემს დას შორის მხოლოდ ერთი წელია სხვაობა. მშობლები ერთნაირად გვექცეოდნენ. ერთნაირად გვაქებდნენ, ერთნაირად გვეჩხუბობედნენ და ერთნაირ სათამაშოებსაც გვყიდულობდნენ. ალბათ ამიტომ, ძალიან იშვიათად ვჩხუბობდით ერთმანეთში“.
მომავალში ის იოლად შეეგუება, თუ კოლეგები ან ნათესავები თავხედურად და უხეშად მოექცევიან. შესაძლოა, მეორე ვარიანტიც: შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს და თუ ვინმე ამ ზღვარის გადაბიჯებას შეეცდება, ძალიან აგრესიულად უპასუხებს.
„არასდროს დამავიწყდება ის შოკი, როცა ჩემი საყვარელი სათამაშო წამართვეს და ჩემს უმცროს დას მისცეს. „პატარაა და დაუთმე“ - ნეტავ რომელიმე უფროსს სერიოზულად ჰგონია, რომ ბავშვი ამ ფრაზას გაიგებს. საშინელი უსამართლობის განცდა მქონდა და კიდევ იმის შეგრძნება, რომ მშობლებისთვის ისეთი საყვარელი აღარ ვიყავი, როგორც ადრე. გგონიათ, ვიტირე და გავაპროტესტე? არა, ამის უნარიც აღარ მქონდა, ისეთი გაოგნებული ვიყავი. იმ წამიდან შეიცვალა ჩემი ბუნება და ჩემი ხასიათი, სამწუხაროდ, არა უკეთესობისკენ. უფრო გაუბედავი და მორცხვი გავხდი, რაც მოზრდილ ასაკშიც ვეღარ დავძლიე“. თქვენ რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ? მოგვწერეთ კომენტარების ველში.