პატარა ნიკალას ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქერა და მწვანეთვალება ბიჭი ცნობილი ოჯახის შვილია. დედა - მხატვარი მაი ბიწაძე გახლავთ, მამა - ყოფილი სპორტსმენი და ამჟამად დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე.
სანიკიძე მეუღლესთან ერთად საკმაოდ ჩართულია შვილის აღზრდაში.
ნიკალას მშობლებმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ სანიკიძე უკვე ცნობილი კალათბურთელი გახლდათ, მაი ბიწაძე კი - დამწყები მხატვარი, რომელიც სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. წყვილმა ერთმანეთი ნიკა ცქიტიშვილის მეუღლის, სოფო გოგებაშვილის საშუალებით გაიცნო. გოგონები წლების მეგობრები იყვნენ. ვიკა სანიკიძემ და მაი ბიძაწემ გაცნობიდან მალევე იქორწინეს და ნიკალა 2019 წლის აპრილში დაიბადა.
სანიკიძის ულამაზეს მეუღლეს რამდენიმე წლის წინ პერსონალური გამოფენაც ჰქონდა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
შეგახსენებთ, ვიქტორ სანიკიძის ცხოვრებაში ზაფხულში საკმაოდ საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა - სპორტსმენის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა.