საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდან გამოიყვანეს. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზუგდიდში მომხარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაავრცელა.
"112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.
ერთ-ერთი მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, დიმიტრი ბარამიაა. ის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველოს სამმართველოს უფროსია.
ბარამიას AMBEBI.GE ესაუბრა:
- ორსართულიანი, მიტოვებულივით შენობაა, კაპიტალური, ადრე დევნილები ცხოვრობენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს დედა და შვილი ყოფილან. ინფორმაცია შემოვიდა, შენობა ჩამოინგრა და ბავშვია მოყოლილიო... ძალიან სწრაფად მივედით ადგილზე. ეს არის ე.წ. საკონსერვოს ტერიტორიაზე არსებული შენობა. ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა - გაფითრებული და შეშინებული დედა ადგილს გვითითებდა, სადაც ბავშვი იყო მოყოლილი...
მიშველეთ, ვერ სუნთქავსო - სასოწარკვეთილი კიოდა. ბავშვი ორ ბეტონის ფილას შორის იყო მოყოლილი და უკვე სუნთქვა უჭირდა. ის ფილები კედელზე იყო მიბჯენილი, თუმცა მათ შორის მცირედი სივრცე იყო, სადაც ბავშვი იყო გაჭედილი... ანუ ორივე სართული ჩაინგრა და კედლები მოიყოლა.