მშობლები ცდილობენ, შვილის ყველა მოთხოვნა თუ ახირება დააკმაყოფილონ, არიდებენ ყველა სიძნელეს 1. ჰიპოპროტექცია. მშობლები შვილის საქციელს არ აკონტროლებენ, ამიტომ ბავშვს მოქმედების სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული. დედ-მამამ არ იცის, სად და ვისთან ატარებს დროს მისი შვილი, რით არის დაკავებული. მშობლები ფორმალურად ასრულებენ თავიანთ როლს და არ დებენ პიროვნების ჩამოყალიბებაში პირად რესურსებს. შედეგად ბავშვი იძულებულია, მისთვის აუცილებელი ფასეულობები ოჯახს გარეთ ეძებოს, რასაც ხშირად მისი ჯანმრთელობა, უსაფრთხოება ან ფსიქიკა ეწირება.
2. ჰიპერპროტექცია. გაძლიერებული კონტროლი ბავშვზე. მშობლები შვილის ყოველ ნაბიჯს აყურადებენ და აიძულებენ, მათი ფასეულობათა სისტემა სრულად გაიზიაროს. მოსწონდეს ის, რას მშობლებს მოსწონთ, ბავშვის პიროვნება კი იგნორირებულია. შედეგად ბავშების ერთი ნაწილი უმწეო და უსუსური იზრდება, სამყაროს მიმართ მხოლოდ მომხმარებლის პოზიცია აქვს და თანატოლებთანაც ხშირად კონფლიქტები აქვს. მეორე ნაწილი კი პირიქით, მუდამ პროტესტს აცხადებს და მუდმივად მშობლებისა და საზოგადოების ჯიბრზე იქცევა.
3. "ოჯახის კერპი". მშობლები ცდილობენ, შვილის ყველა მოთხოვნა თუ ახირება დააკმაყოფილონ, არიდებენ ყველა სიძნელეს. პასუხად კი განებივრებული, ეგოცენტრული პიროვნება ყალიბდება, რომელსაც სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს. ფიქრობს, რომ ყველაფერს მარტივად უნდა მიაღწიოს. როცა რეალურ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ეჯახება, თავს ვერ ართმევს მათ.
4. ემოციური ჩაგვრა. შვილს ექცევიან, როგორც კონკიას და ბავშვიც ხვდება ამას. მით უმეტეს, თუ ოჯახში მეორე შვილიცაა, რომელსაც მეტ ყურადღებას უთმობენ. შედეგად ბავშვი ნაადრევად ბრძენდება, ზედმეტად მგრძნობიარე, გულჩათხრობილი და გულჩვილია.
5. ოჯახური ტირანია. ასეთ ოჯახებში ბავშვებს იმდენად მკაცრად ექცევიან და ისე ხშირად სჯიან წვრილმანების გამო, რომ ბავშვები მშობლების წინაშე შიშით კანკალებენ. სულ პატარა შეცდომაც და ბავშვმა იცის, რომ საშინელი დღე ელის. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, თავისი ცხოვრება მშობლებისგან რაც შეიძლება კარგად დამალოს. ამ ბავშვებისგან ხშირად იზრდებიან სასტიკი ადამიანები.
6. ვუნდერკინდის აღზრდა. დედ-მამა არაფერს იშურებს, რომ ბავშვს რაც შეიძლება კარგი განათლება მისცენ, განუვითარონ შესაძლებლობები. სკოლის გარდა ბავშვი დადის მუსიკაზე, უცხო ენებზე, სპორტზე... თითქმის აღარ აქვს დრო თამაშისთვის ან თანატოლებთან ურთიერთობისთვის. ამ რეჟიმის მიმართ პროტესტი აქვს, ცდილობს თავი დააღწიოს ზედმეტ დატვირთვას და ამიტომ ფორმალურად ასრულებს დავალებებს. მშფოთვარე ხდება, ხშირად აქვს შიშები და საკუთარი საიდუმლოებები.
იხილეთ ასევე: 5 წლამდე ბავშვს მეფესავით მოექეცით, მერე... - ტიბეტელი ბერების აღმზრდელობითი მეთოდი