სპეციალისტები ბავშვის სქესის წინასწარ პროგნიზირებისგან თავს იკავებენ. ეს არც ისე ეთიკურია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში შერჩევითი აბორტის ფენომენი არსებობს და მშობლები სქესის მიხედვით წყვეტენ, გააჩინონ თუ არა შვილი. თუმცა, არსებობს გამოცდილი მეთოდები, რითაც წინასწარ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მომავალი შვილის სქესი და ეს მეთოდები, რასაკვირველია, 100%-იანი არ არის, თუმცა ბევრს გამოუცდია და ბევრჯერ გაუმართლებია მოლოდინები.
ოვულაციის დღეს ბიჭის ჩასახვის შანსი უფრო დიდია, ვიდრე სხვა დღეებში, რადგან Y ქრომოსომისთვის ტუტე არე უფრო ხელსაყრელია. ოვულაცია ჩვეულებრივ ხდება მენსტრუაციული ციკლის დაწყებამდე 14 დღით ადრე. 28-დღიანი ციკლით ეს დღე მე-14 დღეს უწევს. თუმცა, შესაძლებელია დარღვევა სტრესისა თუ სხვადასხვა დაავადების გამო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ოვულაციის დროს მართლაც უფრო მარტივია Y სპერმატოზოიდების შეღწევა ქალის კვერცხუჯრედში, თუმცა მეთოდი 100 პროცენტით არ ამართლებს. ოვულაციის დროს შანსი, რომ ბიჭი ჩაისახოს, 60-70 პროცენტია.
კალენდარი მარტივია. პირველ რიგში ოჯახის წევრების რიცხვს განვსაზღვრავთ. ეს არის ქალისა და მამაკაცის დაბადების თვის ხაზების გადაკვეთა.
მიღებულ ციფრს მეორე ცხრილში ვამოწმებთ და ვითვლით იქსებს, თუ განსაზღვრულ თვეებში რა ალბათობა არსებობს, რომ ბიჭი ან გოგო დაიბადოს. სპეციალისტები კი აღნიშნავენ, რომ ამ მეთოდით ვაჟის ან გოგონას ჩასახვის შანსი 50%-ია.
სპეციალისტების თქმით, ამ მეთოდის შესახებ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ და საზოგადოებაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ უარყოფითი რეზუს-ფაქტორიანი ქალები მხოლოდ ერთი სქესის ბავშვებს აჩენენ. თუმცა, ექიმები დარწმუნებით ამბობენ, რომ ასე არ არის.
როგორ ვისარგებლოთ კალენდრით? ჩინელების გაგებით, დედის დაბადების თარიღი ჩასახვის თარიღია და არა ამქვეყნად მოვლინების და ეს უნდა გაითვალისწინოთ. თუ თქვენ არ ხართ დაბადებული იანვარში ან თებერვალში (ამ თვეებში იწყება ახალი წელი ჩინელების მთვარის კალენდრით), მაშინ უბრალოდ უნდა დაუმატოთ 9 თვე თქვენი დაბადების თარიღს. თუ შვიდთვიანი ან რვათვიანი დაიბადეთ - მაშინ 7 ან 8 თვე უნდა დაუმატოთ. ცხრილში გადაკვეთის ადგილს ნახავთ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ამ მეთოდით სქესის დაგეგმვა 50-50-ზეა.
• გამხდარი გოგონები, რომელთა წონაც 54 კილოგრამზე ნაკლებია, დიდი ალბათობით გოგონას გააჩენენ.
• სქესობრივი კავშირით ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს ვაჟი გაჩნდება.
• თუ მამაკაცი უფროსია და უფრო აქტიურია ქალზე, დიდი შანსი არსებობს, რომ ბიჭი გაუჩნდეთ.