წლისა და 7 თვის ანასტასიას მშობლები დიდი განსაცდელის წინაშე დგანან და საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას. გთავაზობთ ანასტასიას დედის, სალი კუკავას პოსტს:
მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. არ მეგონა, ოდესმე თუ ასე საჯაროდ მომიწევდა თქვენთვის ამხელა რაღაცის თხოვნა, არასდროს მითაკილია ვინმესთვის ან ვინმესგან დახმარება. დღეს თქვენი იმედი მაქვს. ანასტასია დაიბადა თანდაყოლილი ხერხემლის "spina bifida" დაავადებით (ამ დაავადების მთავარი პრობლემაა წელს ქვევით მოწყვეტა, გულის, თირკმელების, თავის ტვინის ჰიდროცეფალია). მას გაუკეთდა თბილისში ოპერაცია, თუმცა ბოლომდე არ ჩაუტარებიათ. საკმაოდ ბევრი სირთულე გამოვიარეთ ამ 1.7 თვის მანძილზე, ყოველთვის შეუპოვრად იბრძოდა ჩემი გოგო ჯანმრთელობისთვის. ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული, რომ ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.
არ ვიცი, საიდან რა გამოხტა ასე უცებ, მითხრეს, რომ ანასტასია თავზე არის საოპერაციო, ასევე აქვს ცალი "თირკმლის მანკი", რატომღაც შემეპარა ეჭვი და გადავაგზავნე საბუთები თურქეთში. თურქეთის ერთ-ერთმა ცნობილმა ნეიროქირურგმა მითხრა, რომ ჩემს შვილს თავზე საოპერაციო არაფერი სჭირს და ხელი არავის მოვაკიდებინო, თუმცა ისი მითხრა, რომ ბავშვი საოპერაციო არის ხერხემალზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია საქართველოში. ამ ოპერაციას რობოკოტის გარეშე ვერ აკეთებენ, ამიტომ სასწაფოდ გვჭირდება ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა.
მეგობრებო, ნათესავებო, ახლობლებო, გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, თუნდაც 1 ლარით ან გაზიარებით დაგვეხმარეთ, რომ ჩემმა შვილმა ისევ გააგრძელოს სიარული და ჩვეულებრივი ჯანმრთელი ბავშვივით ცხოვრება. არც ერთ დედას არ უნდა გაუხდეს შვილი ცუდად. საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი (40 000ლარი), რისი საშუალებაც ნამდვილად აღარ გვაქვს, დღემდე წინა ოპერაციის, გამოკვლევების თანხებს ვიხდით. ვიცი, რომ ამ გასაჭირის პერიოდში რთულია სხვას სთხოვო დახმარება, მაგრამ ჩემი ბოლო გამოსავალი თქვენ ხართ გთხოვთ, დაგვეხმაროთ ერთხელ და სამუდამოდ დავისვენოთ ამ ვერაგი დაავადებისგან, დაიძინოს მშვიდად, ტკბილად შფოთვის გარეშე. უფალმა ჯანმრთელობა მოგცეთ ყველას. წინასწარ უღრმესი მადლობა.
მიმღები მამა: ჯანო დარასელია / Jano Daraselia
პირადი ნომერი: 01008059801
საქართველოს ბანკი: GE04BG0000000498734483
თბს ბანკი: GE79TB7270545061100098
ლიბერთი ბანკი: GE91LB0711130932291000