ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის უცნობილესი წყვილი დაიშალა. ჯეი ლო მეოთხე ქმარს გაშორდა, რომელიც, სხვათა შორის, მესამე ქმარმა გააცნო... თუმცა მათ ურთიერთობაში ეს ფაქტი არ იყო მხოლოდ საინტერესო.
2018 წლის მარტში ლოპესმა და როდრიგესმა გამოაცხადეს, რომ ქორწინდებოდნენ. ალექსმა ხელი ოკეანის სანაპიროზე სთხოვა, უშველებელი ბრილიანტის ბეჭდით.
მაშინ ყველა ამაზე წერდა, ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ლოპესი ძალიან რისკავდა, როცა ასეთ პლეიბოის მიჰყვებოდა. მაშინაც ცნობილი იყო ალექსი მექალთანეობით.
ამბობდნენ, რომ ქალებს საკუთარი წინსვლისთვის იყენებდა. მის "მსხვერპლთა" შორის ასახელებდენ კამერონ დიასს, კეიტ ჰადსონს და თვით მადონას.
ალექსი ჯეი ლომ 2005 წელს გაიცნო, ნიუ-ორკის სტადიონზე. ბეისბოლის ორი ცნობილი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს. მატჩის შემდეგ ჯეი ლოს მესამე ქმარმა და მისი შვილების მამამ მარკ ენტონიმ გადაწყვიტა, თავისი სათაყვანებელი გუნდის ვარსკვლავი მოთამაშე ცოლისთვისაც გაეცნო. რასაკვირველია, მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ეს ადამიანი მას ჩაანაცვლებდა.
ალექსი ამ დროს ოფიციალურ ქორწინებაში, ორ შვილს ზრდიდა და უამრავ სხვა ქალს ხვდებოდა.
ყველაფერი 2017 წელს შეიცვალა. ჯეი ლო "ლურჯის ელფერის" პრემიერაზე მივიდა ლოს-ანჯელესში და პრემიერის შემდეგ იქვე კინოთეატრთან მექსიკურ რესტორანში გადაწყვიტა წახემსება. სწორედ იქ შეხვდა ალექსს, ძველ ნაცნობს. იქ ცოტა ისაუბრეს. "სამი-ოთხჯერ მითხრა, რომ მარტო იყო, მე მივხვდი, რომ ეს მინიშნება იყო. მაგრამ ძალიან ვღელავდი და რატომღაც წამოვროშე, რომ მზად ვიყავი მექორწინა. ცოტა რომ დავმშვიდებულიყავი, ტუალეტში გავედი, იქ ძალები მოვიკრიბე და მესიჯი მივწერე: "სექსი ხარ". როცა მაგიდასთან დავბრუნდი, ის უკვე ჩემს გზავნილს კითხულობდა. ორივემ გავიცინეთ და მოვდუნდით", - ყვებოდა მოგვიანებით როდრიგესი და ისიც აღიარა ერთ ინტერვიუში, რომ წლების წინ ოცნებობდა, ამ ქალს შეხვედროდა და თუნდაც ხელი ჩამოერთმია მხოლოდ.
მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება და მსოფლიო პრესაც აჭრელდა მათი ფოტოებით. თუმცა მალევე დაირხა ხმები, რომ როდრიგესი ღალატობდა. რამდენიმე შემთხვევა გახმაურდა კიდეც, თუმცა ჯეი ლო არ რეაგირებდა არაფერზე და კომენტარს რ აკეთებდა. მხოლოდ იმ ინფორმაციამ გაჟონა, რომ კერძო დეტექტივი დაიქირავა და ქმარს არ ენდობოდა.
ახლა კი ნამდვილად დადასტურდა ღალატი - ალექსის მიჯნური 30 წლის მედისონ ლეკროია. სწორედ ის იქცა საბოლოო წვეთად ამ ამბავში და ჯეი ლო მეოთხე ქმარსაც შორდება.
გაჭირვებული ბავშვობა და ბულინგი - 51 წლის ჯენიფერ ლოპესის გზა ვარსკვლავობისკენ და სილამაზის საიდუმლო