როგორც ვებპორტალი woman.ru იუწყება, ცნობილი ტელეწამყვანი სოფიკო შევარდნაძე დედა გახდა. თუმცა ეს სასიხარულო ამბავი მისგან არ გაუგია საზოგადოებას.
ამ ამბის შესახებ საზოგადოებას ამცნო "ექო მოსკვის" ჟურნალისტმა ალექსეი ბენედიქტოვმა:
"სოფიკო შევარდნაძეს ვაჟი გაუჩნდა. სახელი ანდრია. 3,3 კილოგრამი, 52 სანტიმეტრი".
თავად სოფოს ორსულობის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო საზოგადოებამ, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში. ახლა კი გაირკვა, რომ უკვე დედაც გახდა. სოფიკოს არც ორსულობის ფოტო გამოუქვეყნებია და მამის შესახებაც არავინ არაფერი იცის. თავად ამბობს, რომ არ უყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება და მიაჩნია, რომ "სიყვარულსა მალვა უნდა".
წლების განმავლობაში მას მიაწერდნენ რომანებს სხვადასხვა მამაკაცთან, მათ შორის, მსახიობ ალექსეი ჩადოვთან. ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა, თუმცა 21 წლის ასაკში აპირებდა გათხოვებას და ნიშნობა ბოლო მომენტში ჩაშალა.