ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას კარიერის მანძილზე არასოდეს უსაუბრია პირად ცხოვრებაზე და მისი ოჯახის შესახებაც ძალიან ცოტა იყო ცნობილი, სანამ ერთ დღეს ტაძარში ცოლ-შვილთან ერთად გამოჩნდა.
პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა როგორც ახალი ანონსიდან გაიგო საზოგადოებამ, ისევ ბრუნდება. როგორი იქნება გიორგი გახარიას დაბრუნება, ჯერჯერობით არავინ იცის. ქართველი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ის სერიოზული კონკურენტი იქნება თავისი გუნდით როგორც "ქართული ოცნებისთვის", ასევე "ნაციონალური მოძრაობისთვის"...
მეორე ნაწილის აზრით კი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებს და მალე "ქართული ოცნება 2"-ს შექმნის.
Ambebi.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ექსპრემიერის არაპოლიტიკური ფოტოები, სადაც ის ოჯახთან ერთადაა გადაღებული. ირკვევა, რომ გახარიას არაპოლიტიკური დრესკოდი ჯინსებია და არც მოდურ ჰუდზე ამბობს უარს.
ოჯახურ ფოტოებზე მშობლიურ სოფელს, მუხურს სტუმრობს... ამბობენ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მამა-შვილს. გიორგი გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია ერთ-ერთ კლინიკაში ექიმ-ლაბორანტად მუშაობს. წყვილს ერთი შვილი, 10 წლის ანა გახარია ჰყავთ.
დედა-შვილი იშვიათად ჩნდებიან პოლიტიკოსის გვერდით...