მომღერალ ნეკა სებისკვერაძის მშობლები კორონავირუსის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალნენ. მშობლების გარდაცვალების შესახებ ნეკამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი დედამ...
პანაშვიდი დღეს 15:00-18:00 საათამდე, დაკრძალვა 6 აპრილს 16:00 საათზე წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან (ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურის ეზო)".