უყვარს თავისი პროფესია და წუხს, რომ პანდემიის გამო მსახიობებს, ბოლო ერთი წლის მანძილზე, პროფესიულად რეალიზაციის საშუალება შეეზღუდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ნინო მუმლაძე პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ისევ მიიწვიეს, რადგან გადამღებმა ჯგუფმა მორიგი მე-17 სეზონი განაახლა. ნინოს პერსონაჟს - ნათიას, სერიალის მთავრი გმირისგან, დათოსგან შვილი ჰყავს. დათოს ცოლმა, ნინომ კი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა, ქმარ-შვილი მიატოვა, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა.
მრავალშვილიან, დედის გარეშე დარჩენილ ოჯახში ცხადია, პრობლემებმა მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძიძა ეხმარება და ბავშვებზე ბებიები ზრუნავენ, დათომ, გადაწყვეტილება მიიღო - ქალბატონი, რომელთანაც შვილი ჰყავს, საცხოვრებლად თავის სახლში გადმოიყვანოს. სერიალის ის გულშემატკივრები, რომლებიც საოცრად განიცდიან ხოლმე პერსონაჟების ბედს, ამ ამბავმა გააღიზიანა და საკუთარი უსიამოვო მოსაზრებები სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.
AMBEBI.GE დაუკავშირდა ნათიას როლის შემსრულებელს, მსახიობ ნინო მუმლაძეს:
- ძალიან მენატრებოდა მუშაობა ამ გუნდთან. პანდემიამ განსაკუთრებულად მომანატრა ჩემი საქმე და რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით განვეწყე, როცა გავიგე, რომ მაბრუნებენ სერიალში.
- ზოგადად არ მიყვარს ადამიანების ქცევების შეფასება და არც პერსონაჟებს ვაფასებ ასე. სინამდვილეში ხომ არავინ იცის, რა არის კარგი და ცუდი ამა თუ იმ ადამიანისთვის, ეს მხოლოდ მან იცის, ვინც იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. როგორც უკვე აღვნიშნე, გვერდიდან ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს... ჩვენი კი, ანუ მსახიობების საქმე ისაა, რომ გაითავისო მოცემული პერსონაჟის პრობლემები და ფსიქოტიპი და ეცადო, დაინახო ყველაფერი სწორწდ ისე, როგორც ეს პერსონაჟი ხედავს.
- ღმერთმა შეარგოთ... ზოგადად თუ პერსონაჟი დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოებაში, ე.ი. საინტერესო და დასამახსოვრებელია... მე ამ ამბავს, როგორც მსახიობი, კომპლიმენტად ვიღებ.
- "ყოჩი" საოცრად კარგი მსახიობია და უფრო კარგი პარტნიორი. ზოგადად არსებობენ კარგი მსახიობები, რომლებიც არ არიან კომფორტული პარტნიორები, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლევან ყოჩიაშვილზე კარგი პარტნიორი ჯერჯერობით ჩემ პროფესიაში არ შემხვედრია. განაგრძეთ კითხვა