ეს არის ბარბარე წულეისკირი.
ნაადრევად დაიბადა და სულ რაღაც 900 გრამი იყო. ახლა 5 თვისაა.
4 თვე ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა. გადაიტანა 2 ოპერაცია - ჰქონდა მეორე ხარისხის ჩაქცევა, განუვითარდა ჰიდროცეფალია, რამაც საბოლოოდ შუნტის ჩადგმამდე მიიყვანათ.
საკმაოდ რთული დაავადებაა, ძალიან ტკივა ამ დროს პატარას, წუხს და ზოგჯერ საშველიც არ ჩანს.
ახლა ბარბარე ისევ ცუდადაა და მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს, მკურნალობის გაგრძელება და სარეაბილიტაციო ცენტრში სიარულია აუცილებელი, რისთვისაც არც თუ მცირე თანხაა საჭირო.
ოჯახი სოციალურად დაუცველია და ამის გამო ბავშვის სრულფასოვან მკურნალობას ვერ ახერხებენ.
ვისაც დახმარების სურვილი აქვს, ვთავაზობთ ანგარიშის ნომრებს:
თი ბი სი:
GE12TB7460045064300007
საქართველოს ბანკი:
GE48BG0000000127659900
მიმღები: ნინო წულეისკირი