ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე ცოტახნის წინ კიდევ ერთხელ გახდნენ მშობლები. ისინი გოგონას სახელს ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.
თაყვანისმცემლება არ იცოდნენ, ვარსკვლავური წყვილი ბიჭს ელოდებოდა თუ გოგოს. ვალერი მელაძეს ვაჟი სურდა, რათა გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა დაებალანსებინა. ალბინას გოგონა შეეძინა და ძალიან ბედნიერია, რადგან პირველად გახდა გოგოს დედა. ქალი 42 წლისაა და საკუთარ ბედნიერებას სხვებსაც უზიარებს. თუმცა, შვილის სახის გამოქვეყნებაზე თავს იკავებს და ჯერ პატარა ხელზე უღებს ფოტოებს.
"ბედნიერებაა... დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, მოლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის. თითოეულმა სიტყვამ ძალიან გამათბო. დაე, ყველა კეთილი სურვილი უკან დაგიბრუნდეთ." - დაწერა ალბინამ.
ახალშობილის ხელის გარდა, მან ვარდისფერი ბუშტები გამოაქვეყნა, რომელთაც სადღესასწაულო ფრაზები აწერია. მის გამომწერებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს ფოტო არ გამოჰპარვიათ და უამრავი მილოცვა მიიღო.
"რამხელა ბედნიერებაა, გილოცავთ", "კეთილი იყოს შენი მობრძანება", "შესანიშნავი სიახლეა, სიკეთეს, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!"- წერდა კომენტარებში უამრავი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ალბინა ჯანაბაევამ ორსულობის ამბავი დამალა და სულ ცოტახნის წინ, მარტში შეატყობინა თაყვანისმცემლებს. ამით ის ცდილობდა, რომ ზედმეტი ინტერესი თავიდან აერიდებინა და ასევე, თავი შეიკავა იმიტომ, რომ ეშინოდა, ორსულობა ცუდად არ დასრულებულიყო. თუმცა, მისი შიში არ გამართლდა.
წყვილი არ მალავდა, რომ კიდევ ერთი შვილის გაჩენა სურდა. ახლა გოგონა ვალერისა და ალბინას მესამე საერთო შვილია. მათ ჰყავთ ბიჭები, კონსტანტინე და ლუკა. ვალერი მელაძეს კი პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს: ინგა, სოფია და არინა.