იდენტიფიცირებული არიან თუ არა მოძალადეები, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 7 წლის ბიჭზე ორმა არასრულწლოვანმა და ერთმა ზრდასრულმა სექსუალურად იაძალადეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კერძოდ სკვერში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. სავარაუდო სქესობრივი კავშირი მოზარდზე სამმა პირმა მუქარით დაამყარა. სავარაუდო დამნაშავეები მოზარდის უბნელები არიან. სავარაუდოდ მოძალადეებმა მსხვერპლს ინტიმური ფოტოები გადაუღეს და სწორედ ამ ფოტოებით აშანტაჟებდნენ.
შემთხვევის შესახებ მოზარდმა დედას შეატყობინა, მან კი პოლიციას აცნობა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ეჭვმიტანილები დაკავებული.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირები, ვისაც შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გარადა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ უკვე ამოიღო ვიდეოჩანაწერები.