"როცა გულით შესთხოვ უფალს, უთუოდ შეისმენს შენს ვედრებას" - ასე ამბობენ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს თუ მოინახულებს წყვილი, რომელსაც შვილი არ უჩნდება, აუცილებლად აუხდება ნატვრა. ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი, ჯვარდასაწერი ქალ-ვაჟი ევედრება ხელის მომართვას უფალს. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება.
სამი წლის წინ სწორედ წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადაიღო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ მომლოცველი წყვილი, რომელიც უფალს შვილს სთოვდა. ფოტო იმდენად ემოციური იყო, რომ სრულიად საქართველო მოიცვა. ამ აბიდან ორი წლის თავზე გავიგეთ, რომ მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს შვიდი წლის შემდეგ ნანატრი ბავშვი ეყოლათ. "დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის", - წერდა ახალშობილის დედა სოციალურ ქსელში. დღეს წყვილი პატარასთან ერთად ესტუმრა წაჩხურუს.
ორივე ფოტო ფოტოგრაფ ლაშა შალამბერიძეს ეკუთვნის. როგორც mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა ფოტოს ავტორი, მისთვისაც შთამბეჭდავი იყო თავის დროზე წაჩხურუს სანახაობა: "მე თვითონ არ ვიცოდი იმის შესახებ, თუ ასეთ რამეს ვნახავდი. უბრალოდ მეგონა, რომ იქ იქნებოდა 50 ადამიანი მაქსიმუმ, მაგრამ იქ დამხვდა ალბათ 500 კაცი სულ ცოტა. ეს კადრი რომ დავინახე, ვიდექი ჩემს კოლეგასთან ერთად და ორივემ გადავიღეთ".