საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს. უფრო კონკრეტულად, როგორი ამინდია მოსალოდნელი, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვიპასუხეს:
"ხვალ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დღისით +30 - +35 გრდუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ტემპერატურა დღისით +28 - +33 გრადუსი, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +31 გრადუსი. 21 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა +37 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +35 გრადუსი. თბილისში კი +34 გრადუსია ნავარაუდევი.
22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს ელჭექით და დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +25 - +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით, 22 მაისს ტემპერატურა +37 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +36 გრადუსი. 23 მაისიდან 26 მაისამდე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ტემპერატურაც დაიკლებს." - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.
თამარ იაკობაშვილი