სერქან ბოლათი და ედა ილდიზი თურქული სერიალის გმირები არიან, რომელთა შესახებაც ზოგიერთ ისეთ ადამიანსაც კი სმენია, რომლებიც თურქულ სერიალებს არ უყურებენ - ისინი სერიალ Sen Cal Kapimi ("დააკაკუნე ჩემს კარზე") მთავარი გმირები არიან. სერიალი წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თურქული რომანტიკული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს.
მთავარ როლებს თურქული სერიალების ვარსკვლავები, ქერემ ბურსინი და ჰანდე ერჩელი ასრულებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერიალის მთავარი გმირების შემსრულებლები რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი სწორედ აღნიშნული რომანტიკული კომედიის გადასაღებ მოედანზე დაიწყო.
სერიალის გადაღებების დაწყებისას ქერემის გული თავისუფალი იყო. მანამდე ის ერთ თურქ ვარსკვლავს, სერენაი სარიქაიას ხვდებოდა.
რაც შეეხება ჰანდეს, მას მარავლწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა ერთ-ერთ თურქ მომღერალთან, წყვილი უკვე დანიშნული იყო და ქორწილისთვის ემზადებოდა.
მალევე გაირკვა, რომ ჰანდემ ქორწინებაზე უარი თქვა და საქმროს დაშორდა. პარალელურად, თურქულ მედიაში სულ უფრო მეტს წერდნენ ქერემისა და ჰანდეს სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუმცა წყვილი ამას არ ადასტურებდა, ამბობდნენ, რომ მათ შორის მეგობრობის გარდა არაფერი იყო.
სასიყვარულო ურთიერთობა კი მას შემდეგ დაადასტურეს, რაც მალდივებზე ერთად გაატარეს შვებულება. “ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“, - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ჰანდემ ქერემთან ერთად გადაღებული ფოტო.