დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ყოველდღიურ ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად აქვეყნებს.
ამჯერად დიზაინერმა საკუთარი ბრენდის, "Nicolas Kidswear"-ის ერთ-ერთი ფეხსაცმელი გამოაქვეყნა. "მეც მინდა გოგო", - დაწერა ანუკიმ ფოტოზე.
ცნობისთვის, ოთხი ვაჟი ჰყავს: 13 წლის ლევან კალაძე, 8 წლის კახაბერ კალაძე, 6 წლის ვაჩე კალაძე და 3 წლის ნიკოლა, რომელიც ძმებს შორის ყველაზე მეტად სარგებლობს პოპულარობით.
"მიუხედავად იმისა, 4 საკეისრო მაქვს გაკეთებული, რომ ვიცოდე, მეხუთე გოგო მეყოლება, გავაჩენ" - ამბობდა ანუკი ერთ-ერთ ინტერვიუში.