ზაფხულის არდადეგების მოახლოებასთან ერთად, მშობლებს მხოლოდ ერთი შეკითხვა გვიტრიალებს თავში - სად წავიყვანოთ შვილები დასასვენებლად? შეიძლება რამდენიმე ადგილი უკვე გაგახსენდათ და გეგმაშიც გაქვთ ბავშვებთან ერთად დროის ქალაქგარეთ გატარება, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ, თუ მოსწავლეები სკოლის პერიოდში რუტინული აქტივობებით კავდებიან, ზაფხულში მათ განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ. უნდა შევახსენოთ, რომ მეტი დრო წიგნებს დაუთმონ და კომპიუტერის ეკრანებს არ მიეჯაჭვონ, სუფთა ჰაერზე გაისეირნონ და ცოტა წაიმეცადინონ, რათა ახალ სემესტრს მომზადებულები შეხვდნენ.
როგორც ამბობენ, მოსწავლისთვის ზაფხულის არდადეგების გასატარებლად საუკეთესო ადგილი ბანაკია. მშობლები ხშირად გვიყვებოდნენ და ზოგჯერ დღესაც გვიყვებიან, როგორ ატარებდნენ მთელ ზაფხულს ბანაკებში პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა კურორტზე. ჩვენს თაობას კი ბანაკის გაგონებაზე ამერიკული ფილმები და იქ გადამხდარი სახალისო თავგადასავლები თუ გვახსენდება.
დღეს, როგორც აღმოჩნდა, საქართველოშიც მოიძებნება საზაფხულო ბანაკი, რომელიც იდეალური საშუალებაა ბავშვებისთვის ზაფხულის არდადეგების გასატარებლად. მიზეზებს შორის კი აუცილებლად უნდა დავასახელოთ უდიდესი შემეცნებითი და თვითგანვითარების პოტენციალი, ახალი მეგობრების შეძენა და რეალური - სმარტფონებს გარე ურთიერთობების ჩამოყალიბება.
სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი აწყურში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სრულ სიმწვანესა და სიმშვიდეში მდებარეობს. სუფთა ჰაერთან ერთად, ბავშვს შეუძლია, ისწავლოს ბუნებაში ცხოვრება, კოცონთან ისტორიების გაზიარება და შემდეგ კომფორტულ საწოლშიც დაიძინოს. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტყეში სპეციალურადაა მოწყობილი საბანაკე ინფრასტრუქტურა და კოტეჯები, რაც ხელს უწყობს ნებისმიერ მონაწილეს, გამოცადოს, რას ნიშნავს, იყო ნამდვილ ბანაკში. შინაგანაწესი კი ზუსტად ისეთია, მე როგორიც მომწონს - სმარტფონები მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ დროს. დანარჩენი პერიოდი ბავშვები ერთმანეთთან საუბრობენ, სწავლობენ, თამაშობენ, ერთობიან და საერთოდ არ უჩნდებათ სურვილი, გაჯეტების ეკრანებში ჩაძვრნენ.
ინფრასტრუქტურასთან ერთად, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყველა ჩვენგანი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, კორონავირუსის პირობებში უსაფრთხოებაა. მე რა მშობელი ვიქნებოდი, დეტალურად რომ არ ჩავძიებოდი ორგანიზატორებს. მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, გამგზავრებამდე ტესტს მთელი პერსონალი და ყველა ბავშვი იკეთებს. მართალია, კვლევებით დასტურდება, რომ კოვიდი ბავშვებში თავს ძალიან იშვიათად იჩენს, მაგრამ ამ კუთხით უსაფრთხოება აუცილებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ბანაკში სამჯერადი კვებაა, მენიუ კი ექიმი დიეტოლოგის მიერაა შედგენილი. თუ ბავშვი რომელიმე პროდუქტს არ ჭამს, ალერგია აქვს ან სულაც ვეგეტარიანელია, შესაძლებელია, მენიუს მის ინტერესებზე მორგება და ინდივიდუალური კერძების მომზადება.
რაც შეეხება პროგრამას, სქულბუქის ბანაკი 2 მიმართულებას გვთავაზობს - ინგლისური ენისა და პიროვნული განვითარების პროგრამებს. ინგლისური ენის შემთხვევაში, უცხოელი ტრენერები ბავშვებს სალაპარაკო უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარებიან. მართალია, მე ვფიქრობ, რომ ჩემმა შვილმა ინგლისური ჩემზე ბევრად უკეთესადაც კი იცის, მაგრამ ბანაკში ჩასვლისთანავე ის ენის ტესტს დაწერს და ამის მიხედვით შესაბამის ჯგუფში მოხვდება. იქ კი ძირითადად ლაპარაკში ივარჯიშებს, რომ უცხოელი ლიდერისგან რეალური გამოცდილება მიიღოს.
რაც შეეხება პიროვნული განვითარების პროგრამას, სანამ დეტალებს გამოვიკვლევდი, თვალში ჯერ ტრენერების სახელები მომხვდა - გია მურღულია, ალექსანდრე ჯეჯელავა, დათო ტურაშვილი, ნინო მარგველაშვილი, ია ბერსენაძე და თამარ ჩიჩუა. თუ 15-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ, რომელიც გარდატეხის ასაკის ფაზაშია და ცდილობს, მომავალი პროფესია აირჩიოს, მეტი გაიგოს ცხოვრებასა და წარმატების მიღწევაზე, ამ ადამიანებთან გატარებული 3 საათი, ვფიქრობ, მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდება.
საბოლოო ჯამში, თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, სად გაუშვათ შვილი ზაფხულის არდადეგების გასატარებლად, სქულბუქის ბანაკი (რეგისტრაცია) უსაფრთხო, სახალისო და შემეცნებითი ალტერნატივაა. აქ ის ისწავლის დამოუკიდებლობას, თანატოლებთან გულწრფელ ურთიერთობებს და რაც მთავარია, ბევრად უფრო კეთილი და ჭკვიანი ადამიანი გახდება.
R