ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ უფროსი და - სოფო შუბლაძე, კორონავირუსით გარდაეცვალა, მის ცხოვრებაში ამ ტრაგედიის შემდეგ მომხდარ სასიხარულო ამბავზე წერს.
"რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში... ამდენი ტკივილის და ცუდის მერე - ერთი კარგი ამბავიც მაქვს.
როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე, ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი".
ნინო შუბლაძის გვერდით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერი თელიაა. მას წინა ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს. ორი ვაჟი ჰყავს ნინოს ასევე წინა ქორწინებიდან.