ლელა წურწუმია, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა კორონავირუსის დიაგნოზით, გამოჯანმრთელებულია. როგორც ის ამბობდა მკურნალობის პერიოდში, ორჯერ იყო აცრილი და ამან გაცილებით გააიოლა მისი მდგომარეობა.
"დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სრულიად გამოჯანმრთელებული და ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონი ლევან რატიანის და მისი უმაგრესი მედპერსონალის, განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისთვის და მათი დაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის.
დიდი მადლობა ნინიკო მალანიას, რომელიც ჩემთან ერთად მკურნალობდა პალატაში და ეს რთული დღეები მშვიდად გადამატანინა. განსაკუთრებული მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფას ოჯახს, მეგობრებს".
"საკმაოდ მძიმედ შემოვედი, ძაან გამიჭირდა სუნთქვა..." - ლელა წურწუმიას ვიდეომიმართვა კლინიკიდან