შინაგან საქმეთა სამინისტროში, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ შსს-მ შანაე ბრუკის მკვლელობა გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 წლის შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავა, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ambebi.ge-მ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაარკვია.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მკვლელობისთვის დაკავებული 33 წლის თბილისელი რაფაელ მურსაკულოვია, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
მურსაკულოვი შანაე ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყაჩაღობაა - თავდამსხმელი შანაე ბრუკს "აიფონ-12“-ის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ქვემოთ, ხრამში მოისროლა. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა ბრალდებულის დნმ და მისი ვინაობაც. განაგრძეთ კითხვა