დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.
ის სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. როგორც ირკვევა, სპორტსმენს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო და ბოლოს გუნდი „ვიტ ჯორჯია 2“ - ში თამაშობდა. განაგრძეთ კითხვა