პერმის სახელმწიფო უნივესიტეტში მომხდარი სროლის დროს ოლეგ სირომიატნიკოვი ერთადერთი ლექტორი იყო, რომელმაც ლექცია არ შეწყვიტა.
სტუდენტების თქმით, როცა სროლა დაიწყო, აუდიტორიაში თანამშრომელმა შეიხედა და ლექტორს მიმართა: "სროლაა, უნდა დავიმალოთ". ლექტორმა კი უპასუხა: "დაიმალეთ" და ლექცია განაგრძო.
სტედენტების წამოძახილს, რომ სროლაა და თავს უნდა უშველონ, ასევე მშვიდად პასუხობდა და ურჩევდა, ლექციისთვის მიექცია ყურადღება. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა შენობა სრულად დაცალეს და მოგვიანებით, ამ ლექტორსაც ჩამოართვეს ახსნა-განმარტება.
ოლეგ სირომიატნიკოვმა განაცხადა, რომ თავადაც კარგად ესმოდა სროლის ხმა.
„სიმშვიდე შევინარჩუნე. აუდიტორიის რკინის კარი გადავკეტე, ტყვია ვერ შემოაღწევდა. უკეთესი იქნებოდა, აუდიტორიაში პანიკა დაწყებულიყო? სტუდენტები ფანჯრებიდან გადამხტარიყვნენ და დაზიანებები მიეღოთ?“ - ასე გაამართლა პედაგოგმა თავისი საქციელი.