ჩვენ ყველას გვიყვარს Disney. საკულტო მულტფილმები არაერთხელ გვაქვს ნანახი. პრინცესები ყველასთვის ასოცირდება იმ პერსონაჟებთან, რომლებიც Disney-მ აჩუქა მსოფლიოს. სულაც არაა გასაკვირი, რომ ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, იწვევს ინტერესს და სიყვარულს ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.
ძნელია იპოვო თუნდაც ერთი პატარა გოგონა, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ გულგრილია „დისნეის“ მულტფილმების მიმართ. სწორედ ამ მულტფილმებით იწყება თითქმის ყველა ადამიანის ბავშვობა, მრავალი თაობის განმავლობაში.
დისნეის გმირები აღაფრთოვანებენ ყველას და მილიონობით გოგო-ბიჭს სურს, ჰგავდეს ამ საოცარ გმირებს.
„საოცარი ამბები“ კიდევ ერთი კრებულია, რომელიც ასევე ოთხი მაგარყდიანი წიგნისგან შედგება. აქ პატარა მკითხველი იმოგზაურებს არისტოკრატი კატების, 101 დალმატინელის, მეფე ლომისა და დამბოს საოცარ, თავგადასავლებით სავსე სამყაროში.
ამბები ლაკონური, გასაგები ენითაა დაწერილი და რა თქმა უნდა, ფერადი ილუსტრაციების თანხლებით.
3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ პაზლის აწყობა. განსაკუთრებით ისეთის, რომელზეც საყვარელი გმირებია გამოსახული. მანქანები - წიგნი პაზლით, ერთდროულად წიგნიცაა და თამაშიც. პაზლების ასაწყობად, ბავშვმა ნახატები უნდა გამოიყენოს და აწყობის შემდეგ, თითოეულის შესაბამისი ამბავი უნდა წაიკითხოს.
ანალოგიური ვარიანტია მოანა - წიგნი პაზლით, სადაც მამაცი პრინცეს მოანას ამბებია თავმოყრილი.
„დისნეის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირი - ვინი პუჰია, რომლის შესახებაც საინტერესო თავგადასავლებს წიგნში - ვინი პუჰი-საუკეთესო მეგობრები წაიკითხავთ. წიგნს ვინი პუჰის და მისი მეგობრების სათამაშოებიც მოჰყვება!
ანალოგიური ვარიანტია „მხიარული რბოლები“, სადაც მაკკვინის და მისი მეგობრების სათამაშოებს იპოვით. ამ მშვენიერ კომპლექტში ბავშვი იპოვის წიგნს რბოლების შესახებ და მის საყვარელ პერსონაჟებს, რომლებსაც თავისი ფანტაზიით გააცოცხლებს სათამაშო მოედანზე. მანქანების წიგნი, 10 ფიგურა და სათამაშო მოედანი - სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდება თქვენი პატარასთვის.
წიგნების შეძენა შესაძლებელია საიტზე ან ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.