მუჰამად V-მ ყოფილ მეუღლეს ოქსანა ვოევოდინას შესთავაზა, რომ მათი საერთო ვაჟისთვის, ლეონისთვის შეექმნათ ფონდი და როდესაც ის სრულწლოვანი გახდება, სრულად შეეძლება თანხის გამოყენება. თუმცა, ორი პირობაა წამოაყენა. ლეონ ისმაილი არასდროს შეეცდება მამის მოძებნას და მასთან კომუნიკაციას. ხოლო, დედამისმა სოციალური ქსელების გამოყენება უნდა შეეწყვიტოს - ასე დასრულდა კონკიას ამბავი, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს.
"სულთნის ცოლი", "კიდევ ერთი ხარჭა", "დედოფალი ტახტის გარეშე" - ასე მოიხსენიებდნენ "მის მოსკოვი 2015-ის" გამარჯვებულს ოქსანა ვოევოდინას მას შემდეგ, რაც მალაიზიის მაშინდელ მეფეზე, მუჰამად V-ზე იქორწინა.
2018 წელს, მას მერე, რაც ქორწილი შედგა, ქალმა პრესას ქორწილის ამსახველი ულამაზესი ფოტოები და ვიდეოები მისცა. ამ საქციელმა მეფე ძალიან გააბრაზა, რადგან უნდოდა, ქორწინების ცერემონია საიდუმლოდ დარჩენილიყო. თუმცა, ყველამ გაიგო და მათი საერთო ვაჟი ლეონ ისმაილი ტახტის მემკვიდრედ აღიარეს.
მართალია, ქორწინებიდან 1,5 წლის შემდეგ მუჰამადმა საკუთარი ტიტული დაკარგა, თუმცა რთულ პოლიტიკურ სიტუაციასაც არ შეუშლია ხელი, მეუღლესთან ედავა. ვოევოდინა მალევე დაბრუნდა მოსკოვში და შემდეგ ადვოკატის დახმარებით განიხილავდნენ საკამათო საკითხებს, მათ შორის, ბავშვის ამბავსაც.
მუჰამად V-მა ყველა ინტერვიუში, რომელიც ძირითადად დასავლურ გამოცემებს მისცა, თქვა, რომ ბიჭი მისი შვილი არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის არც ტახტის მემკვიდრე იყო და არც სხვა ქონებაზე შეეძლო პრეტენზიის გამოხატვა. მალაიზიის მმართველის თქმით, ლეონ ისმაილი შესაძლოა "ნებისმიერი სხვა კაცის შვილი" ყოფილიყო.
რამდენიმე სასამართლო გაიმრთა, სადაც ვოევოდინა ცდილობდა, ყოფილი მეუღლისთვის ალიმენტი დაეკისრებინა. რამდენიმე თვის წინ ქალმა შვილის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ლეონი ძალიან ჰგავს მამას. მან თქვა, რომ ბავშვი მალე ბაღში წავა, კვირაში 3 დღე ვარჯიშობს, ზამთარში კი აპირებს, თხილამურებზე დგომა ასწავლოს. ადვოკატის დახმარებით, ყოფილ მეუღლეს სთხოვს, რომ ვაჟს სახლი უყიდოს.
"ვინ ვგონივარ მას, ბილ გეიტსი?" - ასე გამოეხმაურა ყოფილი სულთანი ოქსანა ვოევოდინას მოთხოვნას, რომ შვილისთვის დაახლოებით 11-მილიონიანი სახლი ეყიდა. ხოლო თვეში 32,7 ათასი დოლარი ალიმენტის სახით გადაეხადა.
სულ რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ მუჰამად მეხუთე ყოფილ მეუღლეს სთავაზობს, მათი ვაჟისთვის, ლეონისთვის სპეციალური ფონდი შექმნას.
კაცი დაახლოებით 250 მილიონ დოლარს შეიტანს ანგარიშზე იმ პირობით, თუ მათი ვაჟი მამასთან კონტაქტს არასდროს მოისურვებს, ოქსანა კი უარს იტყვის სოციალურ ქსელებზე. გარდა ამისა, ბიჭი მუსლიმური ტრადიციების მიხედვით უნდა აღიზარდოს.
ყოველთვიურად ვოევოდინას ფონდიდან 1500 დოლარის მიღება შეეძლება. გარდა ამისა, ყოფილი სულთანი ოქსანას წელიწადში 100 ათას დოლარს მისცემს გადასახადებისთვის, წერს Daily Mail.
არ არის გამორიცხული, რომ ყოფილ მეუღლესთან და შვილთან დაკავშირებული პოზიცია შეარბილოს, რადგან მუჰამადი ტახტზე დაბრუნებას გეგმავს და არ უნდა, მისი შვილი ტახტის მემკვიდრედ განიხილებოდეს.
მოდელი ყოფილი ქმრის პირობებს არ ეთანხმება და მზადაა, სასამართლოს გზით დაუბრუნოს საკუთარ შვილს ტახტის მემკვიდრეობა.