ბათუმში ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან ორი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იმ ქალბატონის შვილები არიან, რომელიც მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა დღეს დილით ისიც გარდაიცვალა.
მამა ტრაგედიის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მისი თქმით, მეუღლის, ინგა მეკეიძის ამოყვანის შემდეგ ნანგრევებში მისი 1 და 9 წლის შვილები რჩებოდნენ. მათი მესამე შვილი იმ დროისთვის ბაღში იმყოფებოდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქალს გუშინვე პერიოდულად აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი პარამეტრები, მას რამდენჯერმე გაუჩერდა გული, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. დღეს დილით კი დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.