საბავშვო ბაღებში ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ და მათზე აღმზრდელები ზრუნავენ. ერთ-ერთი ბაღის მასწავლებელი და ფსიქოლოგი შერონ ბენჩი მშობლების იმ შეცდომებს ასახელებს, რომლებიც ხელს უშლის მასწავლებლებს და ბავშვებს ჰარმონიულად გაატარონ სააღმზრდელო საათები. მართალია, შერონი ბრიტანეთის მაგალითზე საუბრობს, მაგრამ ეს ნიუანსები ჩვენი ქვეყნის საბავშვო ბაღებისთვისაც ყოველდღიური და ლამის დაუძლეველი პრობლემებია. მშობლების შეცდომები, რომლებიც ბავშვებსა და მასწავლებლებს პრობლემებს უქმნის:
მშობლებს ავიწყდებათ გამოსაცვლელი ტანსაცმელი
როცა ბავშვი ქოთანს ჯერ არ არის მიჩვეული ან აკურატული ჭამა ჯერ არ შეუძლია, გამოსაცვლელი ტანსაცმელი აუცილებელია. კატასტროფაა, ბავშვის კარადას რომ გამოაღებ და ტანსაცმელი არ დაგხვდება.
დაუსრულებელი გამომშვიდობება
ტყუილად ჰგონიათ მშობლებს, რომ რაც უფრო ბევრჯერ ჩაეხუტებიან დამშვიდობების წინ, მით უფრო მშვიდად იქნება ბავშვი. სინამდვილეში პირიქითაა, ვერც საუზმისთვის მომზადებას ასწრებს ნორმალურად და ემპოციურადაც იტვირთება. დამშვიდობებისას ღელვა სრულიად ნორმალურია, თუმცა ამ ღელვის გახანგრძლივება არ ღირს. მასწავლებელი რომ დაუძახებს, მშობელი უნდა წავიდეს.
ბავშვს ჩუმად ეპარებიან
ეს მეორე უკიდურესობაა და არანაკლებ აზიანებს ბავშვის ემოციურ მხარეს. ბავშვს ჰგონია დედა გვერდითაა, წამით გაიხედავს და დედა ქრება - ეს არასწორია. ამ დროს უფრო უჭირს აღმზრდელს ბავშვის დამშვიდება, რადგან დედის უეცარი გაქრობის გამო პატარებს შიში იპყრობთ და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ამიტომ დამშვიდობება აუცილებელია.
გაციებული ბავშვის მიყვანა
პანდემიის პერიოდში ასეთი შემთხვევები შემცირდა, თუმცა ჩვენთან მშობლები მაინც „იბრძვიან“ და ამტკიცებენ, რომ „უბრალოდ გაციებულია“. კორონავირუსამდე კი საქართველოს ბაღებში ჩვეულებრივი ამბავი იყო სიცხიანი და ხველებიანი ბავშვის დატოვება თავისი წამლებით და სავარაუდოდ, პანდემიის მერეც დაბრუნდება ეს ტრაციცია.
დაგვიანება
ამაში იგულისხმება დაგვიანება როგორც დილით, ასევე წაყვანის დროს. ეს ბევრ დისკომფორტს იწვევს ბავშვებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც
კანფეტი ჯიბეში
ბავშვი, რომელსაც ჯიბეებში კანფეტები უდევს, საკვებზე ხშირად უარს ამბობს. სხვა ბავშვებსაც შეიძლება მოუნდეთ და იტირონ. ან შეიძლება მისცეს სხვასაც და მას ალერგია აღმოაჩნდეს ან არ იყოს მიჩვეული კნფეტის ჭამას და გადასცდეს.