ჯერ კიდევ 150 წლის წინ, 100 ახალშობილიდან 25-30 ბავშვი ერთი წლის ასაკამცდეც ვერ ცოცხლობდა. მიზეზი დიარეა იყო, რომელიც დღეს დაავადებად არც კი ითვლება.
1908 წელს ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიტრმა ერნსტ მორომ თავისი უნიკალური აღმოჩენით, პრაქტიკულად გაანახევრა ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს აღმოჩენა უბრალო სტაფილოს სუპპიურე იყო, რომლის საიდუმლოც მხოლოდ თხუთმეტიოდე წლის წინ ამოხსნეს. საქმე ისაა, რომ წყალზე დამზადებული სტაფილოს სუპპიურე მჟავე ოლიგოსაქარიდებს შეიცავს, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიებს ნაწლავის კედლებზე დამაგრებასა და გამრავლებაში. ასე რომ, სტაფილოს წვნიანი კურნავს ისეთ დიარეასაც, რომელიც ანტიბიოტიკებისადმიც კი გამძლეა.
ექიმმა მორომ სხვა არაერთი აღმოჩენაც გააკეთა, რომლებიც დღეს მთელი მსოფლიოსთვის ჭეშმარიტებაა.
დედის რძეში შემავალი ანტისხეულები რომ იცავს ბავშვის ორგანიზმს დაავადებებისგან და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, მეცნიერულად სწორედ მორომ დაადასტურა.
მორომ შეიადგინა ხელოვნური კვებისთვის რძის ფორმულა, რომელიც ნაღების, ფქვილის, კარაქისა და შაქრისგან შედგებოდა.
პირველმა მოუწოდა დედებს, ბავშვის ბოთლები გაესტერილებინათ.
ერნსტ მოროს ეკუთვნის ლაქტობაქტერიების სარგებლიანობის აღმოჩენა, რომელიც რძის ნაწარმში შედის და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. დღეს ეს ინფორმაცია ყველამ იცის.
მორომ აღმოაჩინა ახალშობილთა რეფლექსი, რითაც დღემდე ამოწმებენ ბავშვებს ცერებრალურ დამბლაზე.
მორო 74 წლის ასაკამდე ეწეოდა პედიატრიულ მოღვაწეობას, თუმცა არც ერთი აღმოჩენის გამო ერთი ჯილდო ან პრემიაც კი არ მიუღია.