თბილისში 3 ტყუპი დაიბადა: "სამმაგი ბედნიერება მიანიჭეს მშობლებს" - მშობლები

თბილისში 3 ტყუპი დაიბადა: "სამმაგი ბედნიერება მიანიჭეს მშობლებს"

2021-11-12 10:42:34+04:00

თბილისში 3 ტყუპი დაიბადა. ინფორმაციას ღუდუშაურის კლინიკის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. სწორედ ამ კლინიკაში გაჩნდნენ გოგონები.

„გაიცანით ჩვენი მორიგი 3 ტყუპი ქალბატონი. ისინი 33 კვირის ვადაზე მოევლინენ ქვეყანას და სამმაგი ბედნიერება მიანიჭეს მშობლებს!“ - ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.