ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა ბოლო დროს ხშირად უზიარებენ თაყვანისმცემლებს თავიანთი ოჯახური იდილიის ამსახველ კადრებს. გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მესამე შვილის შეძენამ ეს ვარსკვლავური წყვილი ძალიან შეცვალა. ისინი გაცილებით უფრო გახსნილები გახდნენ საზოგადოების მიმართ და აშკარად მეტ დროს უთმობენ ოჯახს.
ახლახან ალბინა ჯანაბაევამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რა ბეჯითად შრომობენ ის და ვალერი გემრიელი სადილის მოსამზადებლად.
„ჩვენი იდეალური შაბათი“ - ამ მინაწერით აქვეყნებს ალბინა ახალ ვიდეოს.
ვალერი მელაძე, რომელიც უწინ ჟურნალისტებს მისი ოჯახის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროვებას უკრძალავდა, ვიდეოში წინსაფარში გამოწყობილი დგას და სამზარეულოში პროცესებს ხელმძღვანელობს. ამბობენ, რომ წყვილი ასეთი გახსნილი და ხალისიანი უმცროსი გოგონას, პატარა აგატას დაბადების შემდეგ გახდა. თაყვანისმცემლებს არაერთხელ უნახავთ უძილობისგან გატანჯული ვარსკვლავური წყვილი, რომელიც თავდაყიდა დაყენებული ბავშვის საძინებლიდან მოუთხრობდა ხალხს ჩვილის დაძინების პრობლემებზე.
ასეთმა უშუალობამ მათი თაყვანისმცემლები კიდევ უფრო მეტი პოზიტივით განაწყო წყვილის მიმართ, რასაც აუარებელი დადებითი კომენტარი და გამამხნევებელი სიტყვები მოწმობს.
ახლახან ალბინამ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც უფროსი შვილი, კონსტანტინე კალთაში უზის და ყველას დედის დღეს ულოცავს.
ვალერი მელაძეს და ალბინა ჯანაბაევას სამი საერთო შვილი ჰყავთ. უფროსვი ვაჟი, კონსტანტინე 17 წლისაა, ლუკა. კი 7 წლის.
ვალერის 3 ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ვალერი მელაძეს ცოლმა დაბადების დღე იშვიათი ოჯახური ფოტოთი მიულოცა - ლუკა და კონსტანტინე მელაძეები