გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ცოტა ხნის ჩიოდა, რომ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში უძილობა აწუხებს. "ამის არანაირი მიზეზი არ მაქვს, უბრალოდ არ მეძინება. მერე ჩვეულებრივად ვდგები დილით, 8-ზეც გამიღვიძია, 9-ზეც, ლექციებსაც ჩვეულებრივად ვესწრები, ენერგიაზეც ვარ, მაგრამ ვერ ვიძინებ გამთენიამდე და ძალიან ვწუხვარ ამის გამო", - ამბობს მარიტა. თუმცა ცდილობს, ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოს და ინსტაგრამზე მხიარული ცეკვების ვიდეოებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ცეკვისას მას მეგობარი, მსახიობი რუსკა ქარქაშაძე უწევს პარტნიორობას.