რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი წინასაახალწლო დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს და ფოტოებსა და ვიდეოს უზიარებს სოციალურ ქსელში მის გამომწერებს.
როგორც მის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, სოსო გვერდითაა მისი და მაკა პავლიაშვილი. და-ძმა ერთად მღერის ქართულ სიმღერას, "მიმღერა რამე". "კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქართული სიმღერა თქვენთვის. ჩემი და - მაკა პავლიაშვილი... საოცრად ნიჭიერი ადამიანი. გაუფრთხილდით ახლობლებს..." - წერს სოსო.
მათ ემოციურ შესრულებას დიდი მოწონება ხვდა წილად სოციალურ ქსელში.
სოსოს ოჯახმა ნაძვის ხეც დადგა უკვე და საახალწლო ფოტოსესიაც მოაწყო. ფოტოებზე პოზირებენ სოსოს მეუღლე - მოცეკვავე ირინა პატლახი, მისი ქალიშვილები - ლიზა და სანდრა და უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევან პავლიაშვილი. "ჩემი ადამიანები", - ასე აკომენტარებს ფოტოებსა სოსო პავლიაშვილი.
ატირებული საქმრო - სოსო პავლიაშვილის ემოციური ჯვრისწერა 20-წლიანი ურთიერთობის შემდეგ (ვიდეო)