კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა "საღამოს პოსტს“ სტუმრობდა, სადაც გულახდილად ისაუბრა მეუღლეზე და მათი თანაცხოვრების პერიოდზე. მინისტრი ხშირად ხდება ბულინგისა და კრიტიკის ობიექტი, მაგრამ როგორც წულუკიანი ამბობს, მეუღლე ნუგო კაკულია, ამ ყველაფერს "უძლებს“. წყვილს ერთი ქალიშილი ჰყავს.
თეა წულუკიანი:
- ჩემი მეუღლე ნუგო ჩემზე 9 წლით უმცროსია. ძალიან კარგი ადამიანია და ის არის ერთ-ერთი, ვისშიც ყველაზე მეტად გამიმართლა. ყველა მამაკაცს მაინც თავისი მეუღლე ურჩევნია უფრო მეტად შინ იყოს, ვიდრე გარეთ. ეს ალბათ ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი აიტანო, რასაც ნუგო იტანს, ძალიან რთულია, ამას ვაღიარებ. განაგრძეთ კითხვა