ჩვენი ვებგვერდის ხშირი სტუმარი, გამოცდილი დიასახლისი და მრავალშვილიანი დედა ვერიკო ბიწაძე ამჯერად ჯინჯერის საშობაო ორცხობილა-სახლების რეცეპტს გვიზიარებს:
დაგჭირდებათ:
200გრ თაფლი 200 გრ კარაქი 2 კვერცხი 200გრ შაქარი 1 ჩ კ სოდა ფქვილი 700გრ სუნელები 1 სავსე ჩ/კ კოჭა + ნახევარი ჩ/კ დარიჩინი+ ნახევარი ჩ/კ მიხაკი+ ნახევარი ჩ/კ ჯავზი+ ნახევარი ჩ/კ ილი.
მომზადება:
შაქარი+კარაქი+ თაფლი დავადგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ შაქარი არ დადნება, სუნელებს ვამატებთ, როცა თაფლი დადნება კარგად, შაქარს მეტი დრო დასჭირდება. როგორც კი ნახავთ, რომ შაქარი დადნა, დაუმატეთ სოდა, 1-2 წუთი მოურიეთ და გადმოდგით, კარგად აქაფდება, ეს ნორმალურია. მასა ჯერ ძალიან ცხელია, დაელოდეთ, სანამ ოდნავ გაცივდება და შეათქვიფეთ კვერცხი, მასა გამოდის პრიალა და ცოტა თხელი+ ფქვილი. საბოლოო ჯამში ცომი უნდა გამოვიდეს პრიალა, რბილი და არ ეკრობოდეს ხელებს. ცომი ჩავდოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 1-2 საათი. 2 საათის მერე ცომი გააბრტყელეთ 3-4 მმ სისქის, პირდაპირ საცხობ ქაღალდზე და წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ვაცხობთ. კარგად ფერს რომ შეიცვლის, გამოგვაქვს, კარგი გამომშრალი არ გატყდება აწყობის დროს.
ვაცდით კარგად გაშრობას და ვიწყებთ მოხატვას ასე დაშლილ მდგომარეობაში...
მინანქარი (აისინგი):
45 გრ ცილა 180გრ შაქრის პუდრა 1/2 ჩ/კ ლიმონის წვენი 1 ჩ/კ სახამებელი
ცილა ავთქვიფოთ კარგად გამყარებამდე, დავამატოთ შაქრის პუდრა+სახამებელი+ლიმონის წვენი. გავყოთ რამდენიმე ნაწილად, შევღებოთ სხვადასხვა ფერად, ჩავასხათ მოსართავ ტომრებში და დავდოთ მაცივარში...
მორთული და მოხატული ნაწილები დავტოვოთ ერთი ღამე, კარგად რომ გაშრეს, მარტივია აწყობა... შესაწებებლად გამოვიყენოთ შაქარი, გავალღოთ ნელ ცეცხლზე და კარგად რომ გალღვება, ცხელსვე ვუსვამთ სწრაფად, რადგან მალე მყარდება (რამდენჯერმე დამჭირდა შაქრის გალღობა).
აწყობილ სახლებზე გადაბმების დასაფარად გამოვიყენე მინანქარი, მეორენაირად მომზადებული:
1ჩ/კ ჟელატინს+2ს/კ წყალი დავდგათ... 1ჭიქა შაქარი +4ს/კ წყალი გავაცხელოთ ისე, რომ შაქარი დალღვეს, ამას დავუმატოთ უკვე გაფუებული ჟელატინი და ვთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე გათეთრებამდე+ 1ს/კ ლიმონის წვენი და ისევ ვთქვიფოთ და ეგრევე მოვრთათ.