ართველი მომღერალი და ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახალხო არტისტი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს 1986-2015 წლებში ხელმძღვანელობდა...
"ბოლო 6 თვის განმავლობაში ძალიან ცუდად იყო, გუშინ უკონტაქტო გახდა და მალევე გარდაიცვალა" - გვითხრა შვილმა შერმადინ ჭკუასელმა, რომელიც ამჟამად ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელია...
- მოგეხსენებათ, რა თაობა იყო - ანზორ ერქომაიშვილი, თემურ ქევხიშვილი, გომარ სიხარულიძე, ჯემალ ჭკუასელი... "ოქროს კვეთა" იყო, სამწუხაროდ ყველა წავიდა და იმ თაობიდან ჯემალ ჭკუასელი იყო ბოლო მოჰიკანი, რომელმაც დაგვტოვა...