მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:
"ეს თამუნა მუსერიძის ჯგუფის მასალაა, მაგრამ მაინც, აქ მომინდა დაწერა.
მე ტყუპისცალი ვარ. ჯერ მე “დავიბადე”, ასფიქსიაში (გაგუდული), მკვდარი, მერე დეა გადმოგორდა (მუცელშიც თავზე მაჯდა).
დედაჩემი 22 წლის იყო.
ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდა.
ბავშვები მაჩვენეთო, რომ სთხოვა პერსონალს, ერთი მკვდარიაო, დეა აჩვენეს მხოლოდ.
რომ ატეხა ამბავი, რას ნიშნავს მკვდარია, ვიღაც სხვა ბავშვი მიუყვანეს, ჩემს მაგიერ, შავგვრემანი და დედაჩემმა - ეს ჩემი შვილი არ არის, გენში შავტუხა არავინ გვყავსო, მომიყვანეთ ჩემი შვილიო.
რომ არ გაჩერდა, ინკუბატორშია, არ გადარჩებათ, რად გინდათო წაყვანა, მაინც მოკვდებაო.
დავიბადეთ 2,300 მე და 2,700 დეა.
დიდის ამბით, ხელწერილით გაატანეს ჩემი თავი, ფიზიოლოგიური სიყვითლე მქონდა და სიცოცხლე “არ მეწერა”, ექიმების აზრით.
თამუნას ისტორიების წაკითხვის შემდეგ ჯგუფში “ვეძებ”, ყველაფერი ლაგდება…
რამდენი ბავშვი გაყიდულა და დაღუპულა, “ექიმების” ხელში.
როდესაც შეგიძლია გულგრილად, ახალშობილი გაწირო, რა ადამიანი ხარ, ან რა ნამუსით უნდა იცხოვრო…
არ ვიცი დღეს რატომ გამახსენდა, ალბათ 17 დეკემბერს, ჩემი ამერიკაში ჩამოსვლის თარიღს, დაბადების დღედ რომ მილოცავთ.
მე შვილი არ მყავს, მეყოლება აუცილებლად.
მაგრამ ვისაც გყავთ, გაუფრთხილდით შვილებს.
გაჩენის მომენტიდან, არ მისცეთ არავის უფლება, ბავშვი წაგართვათ.
არ მისცეთ არავის უფლება, დაღუპონ სიცოცხლე.
ბავშვობიდან მიკვირდა და დღესაც მიკვირს, ბავშვებს და შვილებს, უხეშად რომ ელაპარაკებიან, სცემენ, სჯიან.
მე ვთვლი, ბავშვის გაჩენამდე, ყველა მშობელმა მშობლის კურსები უნდა გაიაროს, რომ ბავშვი სწორად გაზარდოს და ტრავმა არ მიაყენოს.
ბავშვობის ტრავმები არ იკურნება, რაც არ უნდა ილაპარაკონ. შეიცვლი აზროვნების მიმართულებას, ისწავლი სწორად სიარულს, მაგრაკ ბავშვობის ტრავმას, ვერ გაექცევი.
ამიტომაა, აუცილებელი, მშობლების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შემოწმება და მინიმუმ გაწვრთნა, თუკი მათ მენტალური პრობლემები აქვთ, საკუთარი ტრავმები, შვილების მხრებზე არ აჰკიდონ.
ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს შვილებს. ყველა ბავშვს, ყველას შვილს!
ბავშვები არ უნდა ხდებოდნენ ავად, მათ არ უნდა ჰქონდეთ ტირილის მიზეზი, რა მძიმეც არ უნდა იყოს მშობლის ყოფა.
ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ. ბავშვებს უნდა შევუქმნათ იდეალური პირობები, ბედნიერებისთვის.
მე სულ მეგონა, მქონდა დრო. როცა მეკითხებოდნენ- ბავშვს არ აპირებ? ბავშვი არ გინდა? ჯერ რა უხეში კითხვაა, ხო? მაგრამ პატარა ვიყავი და ვფიქრობდი, მაშინაც კი: ჩემს შვილს ყველა პირობა უნდა ჰქონდეს, მას ყველაზე წარმატებული დედა უნდა ჰყავდეს.
ახლაც ასე ვფიქრობ.
და ვთვლი, რომ მიუხედავად სირთულისა, ბავშვს თანაბარი სიყვარული სჭირდება დედისგან და მამისგან.
ობოლი გამონაკლისების გარდა.
ახალი წელი მოდის და ჩემი და ჩემი დების ფოკუსირება ბავშვთა სახლების დახმარებაზეა.
ეს ტრადიციაა.
ცოტა თუ ბევრი, მნიშვნელობა არ აქვს.
ბავშვებს უნდა შევუქმნათ უსაფრთხოების, დაცულობის განცდა, აღქმა იმის, რომ
სიკეთე არსებობს და კეთილი ადამიანები.
ბარაქა გქონოდეთ ყველას, გფარავდეთ ღმერთი და ბუნების ძალები თქვენ და თქვენს შვილებს!
გაუფრთხილდით მათ, და საკუთარ თავს, მშობლებს, რომლებმაც სიცოცხლე გაჩუქეს და არ გაგწირეს აბორტისთვის, საკუთარი დაუდევრობის გამო და არ გაგასხვისეს, არ გაგაჩუქეს, არ დაგიკიდეს ფეხებზე, გაგიფრთილდნენ, გეფერებოდნენ და გზრდიდნენ, როგორც შეეძლოთ.
ჩემთვის ყველას შვილი ანგელოზია.
რადგან ბავშვები არიან სიცოცხლის გაგრძელება და იმედი მაქვს! ოდესმე მთელს მსოფლიოში ბავშვების მკურნალობა იქნება უფასო და არც ერთი ბავშვი არ გახდება ავად და იქნება ბედნიერი!
ამინ!"