"მეც ქალიშვილების მამა ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში სულ სხვა სიტუაციაა..." - ვინ არის მსახიობი, რომელმაც ჩცდ-ში ანტიგმირის როლი მოირგო - მშობლები

"მეც ქალიშვილების მამა ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში სულ სხვა სიტუაციაა..." - ვინ არის მსახიობი, რომელმაც ჩცდ-ში ანტიგმირის როლი მოირგო

2021-12-26 20:01:38+04:00

გა­სულ კვი­რა­ში სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ბოლო სე­რი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი იყო. მა­ყუ­რებ­ლის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია იმ გო­გო­ნას მა­მის ქცე­ვამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­დე­გად მო­ი­წამ­ლა. მა­მის უმ­კაც­რეს­მა ხა­სი­ათ­მა ბევ­რი ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, თუმ­ცა ჰყავ­და მომ­ხრე­ე­ბიც.

რო­გო­რია სი­ნამ­დვი­ლე­ში, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბა თა­ვის გმირს და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ალ­ში, ამის შე­სა­ხებ ლე­ვან გაბრიჭი­ძე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სე­რი­ალ­ში მოხ­ვედ­რა ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო... 2018 წელს უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ღე­ბებ­ზე გახ­ლდით, სა­დაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ტე­ლე­ფილ­მის გა­და­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­შინ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა, გა­ვაგ­ზავ­ნე ვი­დე­ორ­გო­ლი და მო­ე­წო­ნათ. ტე­ლე­ფილმში "ჟე­ნიტ, ნელ­ზია პო­მი­ლო­ვატ" ჩემი პერ­სო­ნა­ჟი იყო ზუ­რაბ გი­ორ­გი­ე­ვი­ჩი. ახ­ლაც ეკა მჟა­ვა­ნა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მე რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოვ­ჩნდი.

- თქვენ­მა გმირ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია... რამ­დე­ნად ჰგავთ ან არ ჰგავ­ხართ?

- თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ჩხუ­ბი და ყვი­რი­ლი არ მიყ­ვარს, რა­ღა­ცებ­ში ჩემს გმირს ვუ­გებ... ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და მა­ნაც ვერ აა­წყო ოჯა­ხუ­რი იდი­ლია. ტრა­გი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, რად­გან ერთი შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს, მე­ო­რე მძი­მედ ავად და მე­სა­მე კი­დევ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... მე პი­რა­დად ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა ვარ, ერთი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სულ სხვა სი­ტუ­ა­ცი­ია ჩვენს ოჯახ­ში, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს სხვა­ნა­ი­რად იყოს! ვამ­ბობ­დი კი­დეც, ხა­სი­ათ­ში არ გა­და­მი­ვი­დეს ეს ჩხუ­ბი და ყვი­რი­ლი-მეთ­ქი...

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, უფ­რო­სი სა­ლო­მე გაბ­რი­ჭი­ძე სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლია, რო­მელ­მაც არა­ერთ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა..

- დიახ, მას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი, მაგ­რამ შემ­დეგ ოჯა­ხის, შვი­ლის ყუ­რა­დღე­ბა არ­ჩია და ამ­ჯე­რად სკო­ლა­ში პე­და­გო­გად მოღ­ვა­წე­ობს... უმ­ცროს­მა წელს ჩა­ა­ბა­რა, მა­ნაც და­წყე­ბი­თე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, პე­და­გო­გო­ბა აირ­ჩია..

ისევ ჩემს პერ­სო­ნაჟ­ზე სა­უ­ბარს რომ და­ვუბ­რუნ­დე, როლს ასე სჭირ­დე­ბო­და, ამო­ცა­ნა ეს იყო და რამ­დე­ნად შე­ვას­რუ­ლე, და­ვა­ჯე­რე მა­ყუ­რე­ბე­ლი, ეს უკვე მათი გა­სა­წყვე­ტია. კო­მენ­ტა­რე­ბის წა­კი­თხვის არც დრო მაქვს და არც სურ­ვი­ლი, მაგ­რამ თუ ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­და, რა­ღაც გა­მი­კე­თე­ბია. ჩემი ქცე­ვა რა თქმა უნდა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ში­ნა­გა­ნად იგი­ვე გან­წყო­ბა მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვით ასე­თი იმ­პულ­სუ­რი ნამ­დვი­ლად არ ვარ... განაგრძეთ კითხვა