გასულ კვირაში სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული იყო. მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია იმ გოგონას მამის ქცევამ გამოიწვია, რომელიც ნარკოტიკების შედეგად მოიწამლა. მამის უმკაცრესმა ხასიათმა ბევრი ძალიან გააღიზიანა, თუმცა ჰყავდა მომხრეებიც.
როგორია სინამდვილეში, რამდენად ეთანხმება თავის გმირს და როგორ აღმოჩნდა სერიალში, ამის შესახებ ლევან გაბრიჭიძე თავად გვესაუბრება:
- სერიალში მოხვედრა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო... 2018 წელს უკრაინაში გადაღებებზე გახლდით, სადაც რუსეთ-უკრაინის ტელეფილმის გადაღება მიმდინარეობდა. მაშინ ეკა მჟავანაძის მეშვეობით მოხდა ჩემთან დაკავშირება, გავაგზავნე ვიდეორგოლი და მოეწონათ. ტელეფილმში "ჟენიტ, ნელზია პომილოვატ" ჩემი პერსონაჟი იყო ზურაბ გიორგიევიჩი. ახლაც ეკა მჟავანაძის დამსახურებაა, მე რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოვჩნდი.
- დიახ, მას ამ მიმართულებით ჰქონდა წარმატებები, მაგრამ შემდეგ ოჯახის, შვილის ყურადღება არჩია და ამჯერად სკოლაში პედაგოგად მოღვაწეობს... უმცროსმა წელს ჩააბარა, მანაც დაწყებითების ფაკულტეტი, პედაგოგობა აირჩია..
ისევ ჩემს პერსონაჟზე საუბარს რომ დავუბრუნდე, როლს ასე სჭირდებოდა, ამოცანა ეს იყო და რამდენად შევასრულე, დავაჯერე მაყურებელი, ეს უკვე მათი გასაწყვეტია. კომენტარების წაკითხვის არც დრო მაქვს და არც სურვილი, მაგრამ თუ ბევრი გაღიზიანდა, რაღაც გამიკეთებია. ჩემი ქცევა რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. შინაგანად იგივე განწყობა მექნებოდა, მაგრამ გამოხატვით ასეთი იმპულსური ნამდვილად არ ვარ... განაგრძეთ კითხვა