24 დეკემბერს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მამა გახდა. მას და მის მეუღლეს მარიტა მელიქიშვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს, ისევე როგორც დიდ ქართველ პოეტს. მოფერებით კი უკვე გალას ეძახიან.
"ჩვენი გალა უკვე სახლშია" - ამ წარწერით გამოაქვეყნა ვიდეო წყვილმა ინსტაგრამზე. პატარას იასამნისფრად განათებულ და საგანგებოდ მორთულ ოთახში შეხვდნენ.