31 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს. ახალი წლის ღამეს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მთასა და მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში წვიმა, მთასა და მაღალ მთაში კი თოვლია ნავარაუდევი.
"31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 11-16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, პირველ იანვარს დღისით კი 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება. ახალი წლის ღამეს 0 - +5 გრადუსის ფარგლებშია ტემპერატურა ნავარაუდევი.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს 7-12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ახალი წლის ღამით -4 +1 გრადუსის ფარგლებში.
ახალი წლის ღამით, თბილისში 0 -1, ხოლო დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი." - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.
თამარ იაკობაშვილი