საახალწლო სუფრა მრავალფეროვანია და ბევრი მაღალკალორიული კერძისგან შედგება. პირველი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოთ კვება. თუ იმავე დროს ივახშმებთ, როგორც სხვა დღეებში, ახალი წლის ღამეს ზედმეტი კალორიების მიღებისგან დაზღვეულნი იქნებით. ასევე, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ღამის ქეიფი, უამრავი ტკბილეულისა და დესერტის მიღება უმჯობესია მეორე დღის დილისთვის გადავდოთ. ბევრს ავიწყდება, რომ 1 იანვარს აუცილებელია საუზმე, სასურველია 11 საათამდე. ასევე, კარგი იქნება, თუ ტკბილეულს დღის პირველ ნახევარში მიიღებთ და კლორაჟსაც არ გადააჭარბებთ.
დიეტის დაცვით არ ღირს ახალ წელს ახალი ცხოვრების დაწყება. ძალიან ბევრი საკვების მიღება ორგანიზმითვის ტვირთია, ხოლო მკაცრი დიეტებით დამატებით სტრესს უქმნით. ამიტომ, ჯობს, საჭმლის მომნელებელ სისტემას გარკვეული დრო მისცეთ, რომ შეზღუდებისთვის შეემზადოს.
მაშინაც კი, თუ გრძნობთ, საახალწლო წვეულების ცდუნებას ვერ გაუძელით, არ ინერვიულოთ: ერთი ზედმეტი ჭამით თქვენს ფიგურას განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, სულაც არ არის აუცილებელი, ყველაფერზე უარი თქვათ, რაც გიყვართ, უბრალოდ, დააბალანსეთ და გამოიზოგეთ.
აირჩიეთ უცხიმო ხორცი. ასევე, ფრინველის ხორცი, კანის გარეშე (ყველაზე დაბალი კალორიული შემცველობა ხბოს ხორცს აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი - ღორის ხორცს). უპირატესობა მიანიჭეთ გამომცხვარ ხორცხს. მოერიდეთ ცხიმიანი არაჟნის, მაიონეზისა და მაღალპროცენტიანი ნაღების გამოყენებას. შემწვარი პროდუქტი ჩაანაცვლეთ მოხარშულით. გახსოვდეთ, რომ მცენარეული ზეთები საკმაოდ კალორიულია, ამიტომაც სალათებში შეზღუდული რაოდენობით გამოიყენეთ.
არავითარი დაბალკალორიული დიეტა და შიმშილი! ჭარბი წონის დასაკლებად საჭიროა დაბალანსებული კვება, მინიმალური ცხიმითა და მარტივი ნახშირწყლებით. თუ დიეტას იცავთ, მაგრამ იცით, რომ ახალ წელს მის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ, მაშინ უმჯობესია ახალ წლამდე არაუგვიანეს რამდენიმე დღით ადრე აკრძალვები მოხსნათ და რეგულარულ, დაბალანსებულ კვებაზე გადახვიდეთ.
წყალი აუცილებელია! ის ცხიმების წვის პროცესს აჩქარებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და დადებითად აისახება ორგანიზმზე. ექიმები გვირჩევენ, დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხის დალევას (ამაში წყლის გარდა შედის, ჩაი, წვენები, რძის პროდუქტები).
ამოიღეთ წახემსებები! შეწყვიტეთ მუდმივად რაღაცის ჭამა. უარი თქვით გაზიან სასმელებზე და მიირთვით ჩაი ან წყალი.
დღესასწაულების დროს ბევრ ადამიანს მომატებული მადა და ტკბილეულის გამძაფრებული მოთხოვნილება აქვს. ამიტომ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ უპირატესობა მივანიჭოთ მწვანე ჩაისა და ჩირებს. ისინი მადას აქვეითებენ.
გარდა ამისა, შეცვალეთ ძლიერი ალკოჰოლური სასმელები (კონიაკი, არაყი) და ლუდი კარგი მშრალი წითელი ღვინით (მისი ენერგეტიკული ღირებულება დაბალია).
იმისათვის, რომ ზედმეტი არ მიირთვათ, უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო ხორცს: აირჩიეთ საქონლის, ხბოს, ცხვრის ხორცი გრილზე შემწვარი. არ დაგავიწყდეთ, ზღვის პროდუქტები, ისინი ნაკლებ ცხიმს შეიცავენ და ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. ხორცს ძალიან უხდება ბოსტნეული, ამიტომაც საინტერესო კომბინაციის მოფიქრება შეგიძლიათ.
პური უნდა მომზადდეს მხოლოდ ჭვავის ფქვილისგან და მიირთვათ ცივ მდგომარეობაში.