3 შიშის მომგვრელი სიმპტომი ჩვილებში, რომლებიც სინამდვილეში ფიზიოლოგიურია და თავისით გაივლის - მშობლები

3 შიშის მომგვრელი სიმპტომი ჩვილებში, რომლებიც სინამდვილეში ფიზიოლოგიურია და თავისით გაივლის

2022-01-03 14:39:04+04:00

ზოგიერთ სიმპტომს ჩვილებში არაერთი მშობელი ჩაუგდია პანიკაში, თუმცა სინამდვილეში საშიში არაფერი ყოფილა. წარმოგიდგნეთ 3 სიმპტომს ჩვილებში, რომლებიც მშობლებს აშინებს, სინამდვილეში კი არც ისე საშიშია.

ახალშობილ გოგონას ვაგინალური გამონადენი

შესაძლო მიზეზი ესტროგენების დისბალანსია, რაც დედის სხეულიდან მიიღო. გამონადენი შეიძლება იყოს სისხლიანი ან ლორწოვანი. შესაძლოა სარძევე ჯირკვლების გამაგრებაც აღენიშნებოდეს და მოყვითალო გამონადენი დვრილებიდან. როგორც წესი, ასეთი ჰორმონული აფეთქება სიცოცხლის პირველი 2 კვირისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ერტი თვის განმავლობაშიც შეიძლება აღმოცენდეს.

რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა? განსაკუთრებული არაფერი. გამონადენი 3-4 დღეში თავისით გაქრება. აბანავეთ გოგონა ჩვეულებრივი წესით და ყოველდღე რაღაც პერიოდი საფენის გარეშე ამყოფეთ.

ექიმი საჭიროა, თუ გამონადენი 5 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ან გაჩნდა 1,5 თვის შემდეგ. ეს უკვე ჰორმონული ცვლილებების საყურადღებო ნიშანია.

ექიმი საჭიროა ასევე, თუ გამონადენი მომწვანო ფერისაა, აქვს მკვეთრი სუნი, სასქესო ორგანოები კი გაწითლებულია.

38° -ზე მაღალი ტემპერატურისას განვითარებული კრუნჩხვა

მიზეზი ძირითადად, ფებრილური გულყრაა, რომელიც მომატებული ტემპერატურის დროს ვითარდება 6 თვიდან 3, მაქსიმუმ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 5%-ში.

რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?

დააწვინეთ ბავშვი მყარ ზედაპირზე ზურგით, თავი ისე დაუჭირეთ, რომ ნერწყვი ან ამოღებინებული მასა სასუნთქი გზებისკენ არ წავიდეს. ამ დროს ბავშვს პირში არაფერი ჩაუდოთ, არ სცადოთ წყლის ან რძის ჩასხმა.

აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ პირველი კრუნჩხვა ბავშვს 5 წელზე ზემოთ ასაკში დაემართა ან რაიმე მიზეზის გარეშე განვითარდა. ასევე თუ კრუნჩვა 5 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ერთ თვემდე ბავშვს ხელები და ნიკაპი უკანკალებს

მიზეზი ახალშობილთა ტრემორია. ეს ნერვული სისტემის ჩამოუყალიბებლობის და აღგზნების ბრალია. ეს სიმპტომი ყველაზე ხშირად სიცოცხლის პირველ თვეს გვხვდება და 3 თვის განმავლობაში ნელ-ნელა გაივლის. ტრემორი ძირითადად შიშის ან ტირილის დროს აღმოცენდება ხოლმე.

სპეციალური მკურნალობა საჭირო არ არის. მასაჟები და ჰაერზე დიდი ხნით ყოფნა ზოგადად გააძლიერებს როგორც მთლიან ორგანიზმს, ასევე ნერვულ სისტემასაც.

ექიმი საჭიროა, თუ კანკალი ძალიან ძლიერია და ითრევს არამარტო ხელებს, არამედ თავსა და ფეხებსაც. თუ ტრემორი 4 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. თუ კანკალი მიზეზის გარეშე, სიმშვიდეშიც ვითარდება. ასეთ შემთხვევებში ანალიზების აღებაც დაგჭირდებათ და თავის ულტრაბგერითი გამოკვლევაც.