ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დიდი ოჯახი ჰყავს. ახალი წლის დღეებში მისი უმცროსი შვილიშვილი საკმაოდ აქტუალური იყო და ბევრი აზიარებდა მის ფოტოს. გავიცნოთ ჯო ბაიდენის შვილიშვილები.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მრავალშვილიანი მამაა. პოლიტიკოსს სამი შვილი ჰყავს. 1972 წელს მის ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. პირველი ცოლი ჯო ნეილია, სამ შვილთან ერთად - ვაჟებთან, ჰანტერთან და ბოსთან და ერთი წლის ქალიშვილთან, ნაომისთან ერთად საშობაო საყიდლებზე მიდიოდა, რა დროსაც მათ მანქანას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შედეგად ქალი და ნაომი გარდაიცვალნენ, ბიჭები კი გადარჩნენ.
ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 1977 წელს, პოლიტიკოსი ექიმ ჯილ ბაიდენზე დაქორწინდა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ეშლი ჰყავს.
შვილიშვილები მხოლოდ უფროსი ვაჟებისგან ჰყავს. ბო ბაიდენს, რომელიც 2015 წელს თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ორი შვილი დარჩა - ნატალი ნაომი და რობერტ "ჰანტერი". ჰანტერი კი სამ ქალიშვილს ნაომის, ფინეგანსა და მეიზის ზრდის.
წყაროების უმეტესობა კი ამბობს, რომ პრეზიდენტს ხუთი შვილიშვილი ჰყავს. მაგრამ, სინამდვილეში, შვიდი ჰყავს. ჰანტერმა კიდევ ორი შვილი გააჩინა ქორწინების გარეშე. ძმის გარდაცვალების შემდეგ, მან მის ქვრივთან მელისა კოენ-ბაიდენთან დაიწყო ურთიერთობა, რომელიც 2016 წლიდან 2019 წლამდე გაგრძელდა და ორი შვილი შეეძინათ. ეს ძალიან დიდი სკანდალი იყო. ამასთანავე, 2019 წელს კიდევ ერთმა ქალმა განაცხადა, რომ ჰანტერი მისი შვილის მამაა და 2020 წლიდან ალიმენტს იხდის.
ბაიდენის უფროსი შვილიშვილი, ნაომი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულია. ის ახლა საერთაშორისო იურიდიულ ფირმაში ვაშინგტონში მუშაობს და, როგორც ჩანს, თავის ბოიფრენდზე, პიტერ ნილთან ქორწინებისთვის ემზადება. იურისტია, მაგრამ პოლიტიკური ამბიციებიც აქვს, ამიტომ შესაძლებელია, ერთ დღეს ნაომი შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდეს.
გოგონა, უფროსი დის მსგავსად, პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ ნაომისგან განსხვავებით, ცდილობს ნაკლებად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საჯაროდ ხშირად არ ჩნდება. მისი ინსტაგრამის გვერდი დახურულია. მიუხედავად ამისა, ფინეგანი აქტიურად მონაწილეობდა ბაბუის წინასაარჩევნო კამპანიაში, თან ახლდა მნიშვნელოვან შეხვედრებში და თანამოქალაქეებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა. სხვათა შორის, ცნობილია, რომ გოგონას საუკეთესო მეგობრები ბარაკ ობამას ქალიშვილები მალია და საშა არიან.
მეიზი TikTok-ის ვარსკვლავია. რა თქმა უნდა, შორსაა მილიონერი-ბლოგერებისგან, მაგრამ 200 ათასი გამომწერი ჰყავს და ხშირად უზიარებს მათ ვიდეოებს. გოგონა არასტანდარტული ტიკტოკერია. მის ანგარიშში ტრენდულ ვიდეოებს ვერ ნახავთ, მეტიც, მისი ვიდეოები მათი პაროდიაა. არ ერიდება, იყოს ღია, მხიარული და ხანდახან მოუხერხებელი. მეიზი ხშირად სპორტულ სტილს ირჩევს და ბიჭის ტანსაცმელებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. როდესაც ბაბუასთან ერთადაა, ნამდვილი ქალბატონივით იქცევა.
ამერიკაში ნატალი ძალიან მოსწონთ და ბევრი მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზად გოგონად თვლის. ის TikTok-ის მთავარი ვარსკვლავია. ყოველდღე 1,6 მილიონ გამომწერს უზიარებს სიახლეებს. გულშემატკივრები კი საპასუხოდ ფან-გვერდებს ჰქმნიან, სადაც თავიანთი კერპისადმი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატვას არ ერიდებიან.
ნატალი დამწყები მოდელია. გოგონას ინსტაგრამზე უამრავი პროფესიონალური ფოტო-გადაღების კადრებია და უკვე აშკარაა, რომ კამერა ძალიან უყვარს. თავად ნატალი თავდაჯერებულია, თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ 160 სმ-ს შეადგენს. რა პროფესიას აირჩევს, ჯერ უცნობია. ამ წელს სკოლას ამთავრებს, მაგრამ, როგორც ამბობენ, პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს.
ბიჭიც ტიკტოკერია და მას 1.8 მილიონი გამომწერი ჰყავს. ჯერ 15 წლისაა, მაგრამ უამრავი თაყვანისმცემელი ახვევია გარს. მთელი ოჯახი ბიჭს ჰანტერს ეძახის - ბიძის საპატივსაცემოდ. ის სკოლაში დადის და ჯერ მომავალ პროფესიაზე არ ფიქრობს, რადგან ამისთვის რამდენიმე წელი აქვს.
სამი წლის ნეივი ჯოანზე და ერთი წლის ბო-უმცროსზე სათქმელი არაფერია. ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან.